მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენების შოუზე (Halftime Show) ქოლდფლეი, მადონა, შაკირა და BTS გამოვლენ.
კვირას, 19 ივლისს, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ისტ რუტერფორდში მდებარე MetLife Stadium-ზე გასამართი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი იქნება, რომელსაც ჰალფთაიმ შოუ ექნება. შოუს ხანგრძლივობა 11 წუთი იქნება.
შაკირას სახელი უკვე უკავშირდებოდა წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს, მისი და Burna Boy-ის მიერ შესრულებული ოფიციალური 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერის Dai Dai-ის გამოცხადების შემდეგ.
ეს შაკირასთვის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ოფიციალური სიმღერა იქნება 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიტის Waka Waka (This Time for Africa) შემდეგ.
მადონაც აქტიური ივლისისთვის ემზადება: პოპის დედოფლის ახალი ალბომი Confessions II - მისი 2005 წლის კლასიკური Confessions on a Dance Floor-ის გაგრძელება - 3 ივლისს გამოვა.
BTS წელს დიდ მუსიკას დაუბრუნდა: 20 მარტს გამოვიდა მათი მე-6 სტუდიური ალბომი ARIRANG - სამხრეთკორეული ჯგუფის პირველი პროექტი მას შემდეგ, რაც წევრები სამხედრო სამსახურის შესასრულებლად პაუზაზე იყვნენ გასულები.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ჰალფთაიმ შოუს ორგანიზებას Global Citizen და ქოლდფლეის კრის მარტინი კურირებენ. ღონისძიების მიზანია თანხების შეგროვება FIFA Global Citizen Education Fund-ისთვის, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ბავშვებისთვის განათლებისა და ფეხბურთზე ხელმისაწვდომობის გასაფართოებლად 100 მილიონი დოლარის შეგროვებას ცდილობს.
მუნდიალის გახსნის ცერემონია - არტისტების სია ცნობილია