ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ფრანგი სპეციალისტის თქმით ხვალინდელ მატჩში ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.
ძირითად შემადგენლობაში 5-6 ცვლილება იქნება.
რუმინეთთან მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს ვერ დაეხმარება გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც რამდენიმე დღე დაისვენებს.
ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ არის, სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან შეძლებს ვარჯიშს.
სანიოლის თქმით, ბაჰრეინთან სასტარტო შემადგენლობაში იქნება ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც თამაშის სურვილი თავად გამოთქვა.
კვარაცხელიას რამდენიმე კვირის წინ ველაპარაკე და მითხრა, რომ ბაჰრეინთან ითამაშებდა.
ასევე ცვლილებას უნდა ველოდოთ მეკარის პოზიციაზე, სადაც გიორგი მამარდაშვილის მაგივრად, ნაკრების კარს ლუკა გუგეშაშვილი დაიცავს.
მამარდაშვილს რთული სეზონი ჰქონდა. ხვალ გუგეშაშვილს შანსი მიეცემა.
საქართველოსა და ბაჰრეინის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე, 5 ივნისს 20:00 საათზე დაიწყება.