06 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვალენსიასთან მარცხის შემდეგ მადრიდის რეალის შემტევმა, ვინისიუს ჟუნიორმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"განსაკუთრებული დღეა. პატივია, რომ იმდენი გოლი გავიტანე, რამდენიც ჩემმა კერპმა და ერთად კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბრაზილიელი ბომბარდირები ვართ.
აქ როგორც ბავშვი მოვედი და მან ბევრი რამ მასწავლა. მადლობა რჩევებისთვის, ფენომენო.
ცუდი თამაში გამოვიდა, რასაც გამოსწორება სჭირდება, მაგრამ მადრიდი არასდროს ნებდება! ლონდონში შევხვდებით." - წერს ბრაზილიელი.
ვინისიუს ჟუნიორის გოლი ვალენსიასთან მისთვის რეალის შემადგენლობაში 104-ე იყო, რითიც რონალდოს გაუთანაბრდა. ამ შედეგით ისინი სამეფო კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბრაზილიელი ბომბარდირები არიან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები