ლუკას ვასკესს სჯერა, რომ მადრიდის რეალი არსენალთან საპასუხო თამაშში 3-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას შეძლებს.
„ზედიზედ ორი თამაშის წაგებას მიჩვეულები არ ვართ. ისღა დაგვრჩენია, თავდაუზოგავად ვიშრომოთ და საკუთარი თავის ისე ვირწმუნოთ, როგორც არასდროს.
ეს გუნდი ყველას პატივისცემას და რწმენას იმსახურებს. საპასუხო თამაში სრულიად განსხვავებული იქნება.
თუ არსებობს მსოფლიოში გუნდი, რომელსაც ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლია - ეს მადრიდის რეალია." - აღნიშნა ესპანელმა მატჩის შემდეგ.
საპასუხო თამაში 16 აპრილს სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.