• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ვის კარში გაჰქონდათ მესის და რონალდუს ყველაზე მეტი
ფეხბურთიფეხბურთი

ვის კარში გაჰქონდათ მესის და რონალდუს ყველაზე მეტი

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მესისა და რონალდუს „საყვარელი მსხვერპლები“: რომელ გუნდებს გაუტანეს ყველაზე მეტი გოლი?

გოლის გატანა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, 900-ბურთიანი ნიშნულის მიღწევა კი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ეს ისტორიული ზღვარი გადალახეს. თუმცა, სანამ მილიონობით ფანი მათ გოლებს ზეიმობდა, არსებობდნენ გუნდები, რომლებსაც ეს სტატისტიკა საკუთარ თავზე მწარედ ახსოვთ.

კარიერის განმავლობაში ორივე ვარსკვლავმა მსოფლიოს არაერთი წამყვანი კლუბი დასაჯა, მაგრამ მათ სიებში არის გუნდები, რომლებიც ნამდვილ „საყვარელ მსხვერპლებად“ იქცნენ. ორივე მათგანის ტოპ 5-ში ესპანური კლუბები დომინირებენ. როგორია მათი მაჩვენებლები სანაკრებო დონეზე?


გუნდები, რომლებმაც მესისა და CR7-ისგან ყველაზე მეტი გოლი გაუშვეს


ლიონელ მესის შემთხვევაში, კონკაკაფის ჩემპიონთა თასის მერვედფინალში ნეშვილის წინააღმდეგ გატანილი გოლით, მან 900-იან ნიშნულს მიაღწია (მიუხედავად იმისა, რომ ინტერ მაიამი ტურნირს გამოეთიშა). საინტერესოა, რომ ნეშვილი პირველი არაესპანური გუნდია, რომელსაც ლეომ ყველაზე მეტჯერ გაუტანა (16 გოლი 12 მატჩში).

თუმცა, ბარსელონაში გატარებული წლების განმავლობაში, მესისგან ყველაზე მეტად სევილია დაზარალდა: 43 ოფიციალურ მატჩში 38 გოლი. სიას ატლეტიკო მადრიდი აგრძელებს 32 გოლით. მესამე ადგილზე ვალენსიაა (31 გოლი), ხოლო მეოთხეზე ბილბაოს ატლეტიკი (29 გოლი). საუკეთესო ხუთეულს ბარსას მარადიული მეტოქე, რეალ მადრიდი აგვირგვინებს 47 მატჩში გატანილი 26 გოლით. სანაკრებო დონეზე კი მესისგან ყველაზე მეტი, 11 გოლი, ბოლივიამ გაუშვა.

კრიშტიანუ რონალდუმ რეალ მადრიდში გატარებული ცხრა სეზონის განმავლობაში ასევე წარუშლელი კვალი დატოვა: მან სევილიას 18 მატჩში 27-ჯერ გაუტანა, ატლეტიკო მადრიდს კი 37 შეხვედრაში 25-ჯერ. პორტუგალიელის სიაში მომდევნო ადგილებს ხეტაფე (23 გოლი) და სელტა (20 გოლი) იკავებენ. მესის მსგავსად, რონალდუს ტოპ 5-შიც ფიგურირებს ყოფილი მეტოქე, ბარსელონას კარში მან 34 ოფიციალურ მატჩში 20 გოლი გაიტანა. პორტუგალიის ნაკრების მაისურით კი კრიშტიანუმ ყველაზე მეტჯერ ლუქსემბურგი დაამწუხრა (11 გოლი).


ციფრების მიღმა: ვინ უფრო შედეგიანია?


მესიმ გოლების უდიდესი ნაწილი ბარსელონაში გაიტანა (672), რასაც პსჟ-ში 32, ინტერ მაიამიში 81 და არგენტინის ნაკრებში 115 გოლი დაემატა.

რაც შეეხება რონალდუს, მის ანგარიშზე ჯამში 965 გოლია: რეალ მადრიდი (451), მანჩესტერ იუნაიტედი (145), იუვენტუსი (101), ალ-ნასრი (121), სპორტინგი (5) და პორტუგალიის ნაკრები (143). ამჟამად კრიშტიანუ ბარძაყის ტრავმას მკურნალობს, რის გამოც თებერვლის შემდეგ არ უთამაშია. მოსალოდნელია, რომ ის ვარჯიშს 3 აპრილიდან განაახლებს.

ეს ციფრები კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ორი გენიოსის ფენომენალურ უნარს, რომ იყვნენ დაუნდობელნი ნებისმიერი მეტოქის წინაშე, ნებისმიერ ტურნირსა თუ გარემოში.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

მესი
რონალდუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ახალი რეკორდი: ლიონელ მესის მორიგი აღიარება ახლოსაა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი რეკორდი: ლიონელ მესის მორიგი აღიარება ახლოსაა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„გინდათ თუ არა მესის დაბრუნება?", — ბარსელონას გამოკითხვა უცნაური შედეგებით

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„გინდათ თუ არა მესის დაბრუნება?", — ბარსელონას გამოკითხვა უცნაური შედეგებით
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის, ნადალისა და ალის ფენომენი: წარმატების მეცნიერული საიდუმლო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის, ნადალისა და ალის ფენომენი: წარმატების მეცნიერული საიდუმლო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მესის მე-900 გოლი კარიერაში - ინტერ მაიამი ჩემპიონთა თასიდან გავარდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მესის მე-900 გოლი კარიერაში - ინტერ მაიამი ჩემპიონთა თასიდან გავარდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 მარ, 2026

ახალი რეკორდი: ლიონელ მესის მორიგი აღიარება ახლოსაა

News image

16 მარ, 2026

„გინდათ თუ არა მესის დაბრუნება?", — ბარსელონას გამოკითხვა უცნაური შედეგებით

News image

15 მარ, 2026

მესის, ნადალისა და ალის ფენომენი: წარმატების მეცნიერული საიდუმლო

News image

16 სთ წინ

VIDEO: მესის მე-900 გოლი კარიერაში - ინტერ მაიამი ჩემპიონთა თასიდან გავარდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება