ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმატის 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში იაპონელ ტარო დანიელს აჯობა (6:2; 7:5), გადამწყვეტი შეხვედრა კი ავსტრალიელ ადამ უოლტონს 6:4; 7:6 მოუგო.
შედეგად, ბასილაშვილი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს და 1/16 ფინალში ამ ოთხიდან ერთ-ერთს შეხვდება - შო შიმაბუკუროს, კარენ ხაჩანოვს, მარინ ჩილიჩს ან მიხაილ კუკუშკინს.
ალმატის ტურნირზე პირველ ნომრად დანილ მედვედევია განთესილი, მეორე ნომრად - ლუჩიანო დარდერი, ხოლო მესამედ - ადგილობრივი ალექსანდრ ბუბლიკი.