ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ძალოსნობის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ზურაბ მსხალაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
85 კგ. წონით კატეგორიაში, მსხალაძემ ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ოქროს მედლები მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 162 კგ. დასძლია, აკვრაში - 193 კგ. დააფიქსირა, ხოლო ორჭიდში 355 კგ. მოაგროვა.
ცნობისთვის, ამავე ევოპის ჩემპიონატზე, 20-წლამდელთა შორის, გოგა ჯაჯვანმა ასევე ოქროს მედლის მოგება შეძლო.
ევროპის ახალი რეკორდი და 3 ოქროს მედალი - რა ჩაიდინა ქართველმა ძალოსანმა?