ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ძალოსნობის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, გოგა ჯაჯვანმა ოქროს მედალი მოიგო.
95 კგ. წონით კატეგორიაში, ჯაჯვანმა ატაცში 167 კგ. დასძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა. ამ შედეგით, ქართველმა ძალოსანმა ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.
გოგამ, აკვრაში მოგროვებული 198 კილოგრამითა და ორჭიდში დაძლეული 365 კილოგრამით, ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლებიც დაისაკუთრა.
ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია