VIDEO: რა შეიცვალა ლიგა 3-ის ცხრილში ლიდერთა შეხვედრის შემდეგ?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ლიგა 3-ის 24-ე ტურის ეგიდით, ლიდერთა დაპირისპირება გაიმართა - გურია ლანჩხუთმა თბილისი 2025-ს ევგრაფი შევარდნაძეზე უმასპინძლა და 0:0-ით დაშორდა.
გურიას ჰქონდა 7-მატჩიანი მოგებათა სერია, რომელიც შეწყდა, სამაგიეროდ, გრძელდება გოლგაუშვებელი სერია, რომელიც სათავეს 6 აგვისტოდან იღებს და უკვე 8-თამაშიანია.
მეორე მხრივ, ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გურულებმა პირველი ადგილი და იმავე თბილისი 2025-თან 2-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.
1. გურია (ლანჩხუთი) - 55 ქულა;
2. თბილისი 2025 (თბილისი) - 53 ქულა;
3. იბერია 1999 2 (თბილისი) - 43 ქულა;
4. მერანი (თბილისი) - 43 ქულა;
5. გონიო (გონიო) - 41 ქულა;
6. ვიტ ჯორჯია (მცხეთა) - 38 ქულა;
7. ორბი (თბილისი) - 35 ქულა;
8. დიდუბე (თბილისი) - 35 ქულა.
ცნობისთვის, ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს საუკეთესო ორი გუნდი პირდაპირ მიიღებს, მესამე-მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს კი მისი მოპოვების შანსი პლეი-ოფით ექნებათ.
ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 20 გოლით, გურამ ლუკავაა (თბილისი 2025), დათა სიჭინავას (გურია) ანგარიშზე 17 გოლია, ხოლო თორნიკე კერესელიძემ (ორბი) 14 გოლი შეაგდო.
ლიდერი გურულები მომდევნო ტურში მე-12 ადგილოსან ხობს ესტუმრებიან, თბილისი 2025 კი ვიტ ჯორჯიას მცხეთაში დაუპირისპირდება.