ვიტინიამ ამ სეზონში პარი სენ-ჟერმენის მიზნებზე ისაუბრა.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კვლავ გავიმარჯვოთ პსჟ-სთან ერთად.
უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და ყოველდღე გავუმჯობესდეთ. ჩემი თანაგუნდელებიც გრძნობენ, რომ შეუძლიათ ასეთი დაუვიწყარი სეზონის გამეორება.
ვიცით, რომ ეს უკიდურესად რთული იქნება, მაგრამ თუ იგივე გზას გავაგრძელებთ და არ დავივიწყებთ ჩვენი წარმატების მთავარ გასაღებებს, ვეცდებით მის გამეორებას.
რა თქმა უნდა, ბევრ ფაქტორსა და დეტალს ექნება მნიშვნელობა. წელს ჩვენ გამოვავლინეთ გამორჩეული შრომისმოყვარეობა და ეს მთლიანად ჩვენი დამსახურებაა.
მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გადამწყვეტ მომენტებში იღბალმაც ითამაშა როლი და ის წელსაც დაგვჭირდება. იღბლის მოსაპოვებლად მუშაობაა საჭირო, და პსჟ-ში ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ, რომ ეს შევძლოთ." - განაცხადა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა.