პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ კლუბში არსებულ ფილოსოფიაზე ისაუბრა.
"გაქვთ თუ არა განცდა, რომ 10 წლის წინ რაღაცებს სხვანაირად გააკეთებდით? არა, გულწრფელად რომ ვთქვა, ყველა ფეხბურთელმა ითამაშა, რადგან ჩვენ სულ ვსაუბრობთ ვარსკვლავებზე და პსჟ-ზე. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი იყვნენ კლუბისთვის.
ვგულისხმობ იმასაც, რაც მათ კლუბისთვის გააკეთეს, ეს წარმოუდგენელია, მართლაც შესანიშნავია. მაგრამ დღეს სხვა ეპოქაა, სხვა თაობა, სხვა ფილოსოფია, სხვა გეგმა. ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.
ჩვენ ვართ ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ეს თავისთავად ყველაფერს ამბობს. ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა დავრჩეთ თავმდაბლები და ასევე ძალიან ბევრი ვიმუშაოთ.
და მადლობა ჩვენს მეტოქეებს. ყველა კლუბმა, გულწრფელად რომ ვთქვა, გვიბიძგა უკეთესები გავმხდარიყავით: ბარსელონა, ლივერპული, ასტონ ვილა, არსენალი, მანჩესტერ სიტი - ყველა კლუბი, ვის წინააღმდეგაც ვითამაშეთ, დაგვეხმარა განვითარებაში. მადლობა მათაც, რომ შეჯიბრი უფრო ხარისხიანი გახადეს. ასე რომ, ეს სეზონიც ძალიან ამაღელვებელია." - განაცხადა ალ-ხელაიფიმ.