ასტანაში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ვლადიმერ გამყრელიძე მსოფლიოს ნახევარფინალში იჭიდავებს.
ქართველმა ფალავანმა საფრანგეთის სახელით გამომსვლელ რაჰიმ მაგამადოვს 7:4 სძლია და ფინალში გასასვლელად აზერბაიჯანელ არსენ ჯიოევს დაუპირისპირდება.
სხვა ქართველმა მოჭიდავეებმა - გიორგი ღონიაშვილმა (61 კგ), აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილმა (125 კგ) ტურნირზე გამოსვლა ადრეულ ეტაპზე დაასრულეს.