კაილ უოკერი ამ ზაფხულს მან სიტის დატოვებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ეს იმის განურჩევლად მოხდება, გამოისყიდის თუ არა მას მილანი. ამჟამად, 34 წლის ფეხბურთელი იჯარით სწორედ როსონერის რიგებში თამაშობს.
მილანს ფეხბურთელის დატოვება შეუძლია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც კლუბში ახალი სპორტული დირექტორი დაინიშნება.
ნებისმიერ შემთხვევაში, უოკერი სიტიში არ დარჩება, რადგან კლუბი მის პოზიციაზე ახალ მცველს იყიდის.
ინგლისელი სიტის 2017 წელს შეუერთდა და მისი კონტრაქტი კლუბთან სეზონის ბოლომდეა გათვალისწინებული.