მუნდიალის 1/16 ფინალში ბელგიამ სენეგალი 3:2 დაამარცხა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული და დრამატული გამოვიდა. მთელი მატჩის განმავლობაში სენეგალი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და დიარას და სარის გოლებით 2:0-საც იგებდა 85-ე წუთისთვის.
რუდი გარსიამ მოედნიდან კევინ დე ბრუინი და ჯერემი დოკუც გაიყვანა და თითქოს, გუნდის კაპიტულაციას მოაწერა ხელი, თუმცა ბელგიელებმა ბრძოლა გააგრძელეს და მატჩის გადარჩენა მოახერხეს.
86-ე წუთზე ერთი ბურთი რომელუ ლუკაკუმ გაქვითა, 89-ზე კი იური ტილემანსმა გაათანაბრა და მატჩი ექსტრა-ტაიმში გადაიყვანა.
დამატებით დროში გუნდები ფრთხილობდნენ და თითქოს, პენალტების სერიისთვის ემზადებოდნენ, თუმცა 120-ე წუთზე იური ტილემანსმა მეტოქის საჯარიმოში პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა და ბელგია შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
ბელგიელებმა ზედიზედ მე-17 წაუგებელი მატჩი ჩაატარეს და 1/8 ფინალში გავიდნენ, სადაც აშშ-სა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.