არსენალმა და ბარსელონამ გაბრიელ ჟეზუსის კატალონიურ კლუბში ტრანსფერზე შეთანხმებას ოფიციალურად მიაღწიეს.
29 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ბლაუგრანასთან სამწლიანი კონტრაქტი, 2029 წლის ივნისამდე, გააფორმა.
ტრანსფერის საერთო ღირებულება 14 მილიონი ევროა, ამასთან, არსენალი ფეხბურთელის მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 20%-ს მიიღებს.
გაბრიელ ჟეზუსი ბარსელონაში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და რომარიოსა და რონალდოს შემდეგ გახდება მე-3 ბრაზილიელი, რომელიც კატალონიელთა 9-ნომრიან მაისურს მოირგებს.
საგა დასრულდა: ალვარესმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
