ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა სეზონის პირველი ელ კლასიკოს თარიღი დაადასტურა.
ბარსელონასა და რეალის მატჩი კვირას, 25 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:55 საათზე, კამპ ნოუზე გაიმართება.
ელ კლასიკო ლა ლიგის მე-10 ტურის ცენტრალური მატჩი იქნება.
გუნდებმა სეზონი იდეალურად დაიწყეს. ბარსელონამაც და რეალმაც სამივე მატჩი მოიგეს და სატურნირო ცხრილს სათავეში უდგანან.
გასულ სეზონში ლა ლიგის პირველი კლასიკო ბერნაბეუზე რეალმა 2-1 მოიგო, კამპ ნოუზე კი ბარსელონამ 2-0 იმარჯვა.