უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მეორე სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართება.
დღის გახსნით მატჩებში როიალ უნიონი სახლში ნიუკასლს მიიღებს. ბელგიელებმა პირველ ტურში ნიდერლანდებში პსვ 1-3 დაამარცხეს, ინგლისელებმა კი სენტ ჯეიმს პარკზე ბარსელონასთან წააგეს 1-2.
მეორე მატჩში კი ყარაბაღი კოპენჰაგენს უმასპინძლებს. აზერბაიჯანული გუნდი შეეცდება ლისაბონში ბენფიკას 2-3 დამარცხების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვოს. კოპენჰაგენი კი ლევერკუზენთან 2-2 ნათამაშები მატჩის შემდეგ, პირველი მოგებისთვის იბრძოლებს.
20:45
უნიონი - ნიუკასლი
ყარაბაღი - კოპენჰაგენი
დღის აფიშა ბარსელონასა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირებაა, თუმცა ტრავმირებულთა სიამ ამ თამაშს წინასწარ ფასი მცირედით დააკლო. შეხვედრაში მონაწილეობას დაზიანების გამო ხვიჩა კვარაცხელიაც ვერ მიიღებს.
ხვიჩას არყოფნის მიუხედავად, ველოდებით სხვა ქართველებს - გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი საკუთარ მოედანზე ტურინის იუვენტუსს მიიღებს, გიორგი ქოჩორაშვილი და სპორტინგი კი ნაპოლის ესტუმრებიან.
23:00 (სავარაუდო შემადგენლობები - uefa.com)
არსენალი - ოლიმპიაკოსი
არსენალი - რაია; უაითი, სალიბა, გაბრიელი, კალაფიორი; ოდეგორი, სუბიმენდი, მერინო; საკა, გიოკერესი, მარტინელი
ოლიმპიაკოსი - ცოლაკისი; კოშტინია, რეცოსი, პიროლა, ორტეგა; ჰეცე, მუზაკიტისი; ჯელსონ მარტინსი, ჩიკინიო, პოდენსე; ელ ქააბი
ლევერკუზენი - პსვ
ლევერკუზენი - ფლეკენი; ქუანსა, ბადე, ტაპსობა; ლუკას ვასკესი, ფერნანდესი, გარსია, გრიმალდო; ტილმანი, ბენ სეგირი; კოფანე
პსვ - კოვარი; მაურო ჟუნიორი, ფლამინგო, გასიოროვსკი, სალაჰ-ედინი; სხაუტენი, საიბარი, ვეერმანი; ვანერი, ტილი, პერიშიჩი
ვილიარეალი - იუვენტუსი
ვილიარეალი - ლუის ჟუნიორი; მოურინიო, რაფა მარინი, ვეიგა, კარდონა; ბუკანანი, გეიე, კომესანია, მოლეირო; პეპე, მიქაუტაძე
იუვენტუსი - დი გრეგორიო; კელი, ბრემერი, კალულუ; კამბიასო, კოოპმაინერსი, ლოკატელი, ჟოაო მარიო; ილდიზი, კონსეისაო; დავიდი
ნაპოლი - სპორტინგი
ნაპოლი - მილინკოვიჩ-სავიჩი; სპინაცოლა, ბუკემა, ჟუან ჟესუსი, ოლივერა; ლობოტკა; პოლიტანო, ანგისა, დე ბრუინი, მაკტომინეი; ჰოილუნი
სპორტინგი - რუი სილვა; ვაგიანიდისი, დებასტი, გონსალუ ინასიუ, არაუხო; ჰიულმანი, ქოჩორაშვილი; კენდა, ტრინკაუ, პედრო გონსალვეში; სუარესი
მონაკო - მანჩესტერ სიტი
მონაკო - კიონი; კაიო ენრიკე, სალისუ, დაიერი, ვანდერსონი; მინამინო, კულიბალი, ტეზე, აკლიუში; ბირეტი, ფატი
სიტი - დონარუმა; აკე, გვარდიოლი, რუბენ დიაში, ლუისი; როდრი; ფოდენი, ბერნარდუ სილვა, რეინდერსი, სავინიო; ჰალანდი
დორტმუნდი - ატლეტიკი
დორტმუნდი - კობელი; ანტონი, შლოტერბეკი, ბენსებაინი; კოუტო, ზაბიცერი, ნმეჩა, სვენსონი; ადეიემი, ბაიერი; გირასი
ატლეტიკი - სიმონი; ლეკუე, ვივიანი, ლაპორტი, ბერჩიჩე; რუის დე გალარეტა, ხაურეგისარი; ინიაკი, სანსეტი, გომესი; გურუსეტა
ბარსელონა - პსჟ
ბარსელონა - შესნი; კუნდე, ერიკ გარსია, კუბარსი, ჟერარ მარტინი; დე იონგი, პედრი; იამალი, ოლმო, ფერან ტორესი; ლევანდოვსკი
პსჟ - შევალიე; ჰაკიმი, ზაბარნი, პაჩო, მენდეში; ზაირ-ემერი, ვიტინია, ფაბიან რუისი; მბაიე, გონსალუ რამოში, ბარკოლა