ზუკა ჭოჭუამ ჩეხეთში მიმდინარე კრივის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა.
65 კგ. წონითი კატეგორიის 1/2 ფინალში, ქართველმა მოკრივემ თურქი მეჰმეტ ენესი სანლი დაამარცხა და ხვალ ოქროსთვის იჩხუბებს.
ჭოჭუას გარდა, საქართველოს სხვადასხვა წონებში კიდევ 3 ფინალისტი ჰყავს - ლუკა ჩხიკვაძე (60 კგ.), აკაკი ბასარია (70 კგ.) და ელნურ აბდულაევი (75 კგ.).
დღესვე, ოდნავ მოგვიანებით, ფინალში გასასვლელად კიდევ ერთი ქართველი, დავით მხეცაძე (80 კგ.) იბრძოლებს.
ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში მიმდინარე შეჯიბრება ხვალ, 9 ოქტომბერს ფინალური ბრძოლებით დასრულდება.