ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპა ლიგის 1/2 ფინალში ფინალისტის ვინაობას რომა და ლევერკუზენი გაარკვევენ.
გუნდების თავკაცები დანიელე დე როსი და ჩაბი ალონსო არიან. თავის დროზე გამორჩეული ფეხბურთელები ამჯერად ერთმანეთს მწვრთნელის რანგში დაუპირისპირდებიან.
მოთამაშის კარიერის დროს იტალიელი და ესპანელი 7-ჯერ შეხვდნენ მოედანზე.
რომა 1-7 ბაიერნი
ბაიერნი 2-0 რომა
ესპანეთი 1-0 იტალია
იტალია 2-1 ესპანეთი
ესპანეთი 1-1 იტალია
ესპანეთი 4-0 იტალია (ევროპის ჩემპიონატის ფინალი)
ესპანეთი 1-0 იტალია
გუნდების დამრიგებლების როლში კი დე როსისა და ალონსოს დაპირისპირება პირველად შედგება.
იტალიელის რომაში დანიშვნის შემდეგ რომამ სერია ა-ში 11 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 წააგო, ევროპა ლიგაზე კი ფეიენოორდი, ბრაიტონი და მილანი დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა.
ჩაბი ალონსოს ლევერკუზენი კი უკვე გერმანიის ჩემპიონია და 44-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგის რეკორდია.
ახალგაზრდა მწვრთნელების დაპირისპირებას 2 და 9 მაისს ვიხილავთ. პირველ შეხვედრას რომი უმასპინძლებს, საპასუხო მატჩი კი გერმანიაში გაიმართება.
კომენტარები
4 დღის წინ
4 დღის წინ
5 დღის წინ