ესპანეთის ქალაქ ლინარესში გამართულ ჭადრაკის გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენებმა 3 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო და 2 ვერცხლი.
ტურნირის გამარჯვებული გახდა მერი არაბიძე, რომელმაც მე-4 დაფაზე საუკეთესო თამაში აჩვენა და ჩემპიონის წოდება მიიღო.
მე-2 დაფაზე ითამაშეს ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა - ორივე მათგანმა ვერცხლის მედალი მოიგო.