გუშინ მსოფლიო თასის პირველი ფინალისტი გაირკვა - ესპანეთმა საფრანგეთი უშანსოდ 2:0 დაამარცხა და მუნდიალის ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. დღევანდელ ბლოგში ლუის დე ლა ფუენტეს მასტერკლასის საინტერესო სტატისტიკურ დეტალებს შემოგთავაზებთ.
მიმდინარე მსოფლიო თასზე ესპანეთის ნაკრების მეტოქეების საშუალო მოსალოდნელი გოლების რაოდენობა (xG) მატჩში 0.31-ია, რაც ბოლო 60 წლის რეკორდული მაჩვენებელეია.
სწორედ 0.31 იყო საფრანგეთის ნაკრების xG გუშინდელ მატჩში, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიო თასის ნახევარფინალურ მატჩში - 32 წლის წინ უარესი შედეგი შვედეთმა ბრაზილიის წინააღმდეგ დააფიქსირა (0.1).
ასევე ეს იყო საფრანგეთის ნაკრების ყველაზე ცუდი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც ამ სტატისტიკური მონაცემების დათვლა ხდება (1966).
ესპანეთი პირველი გუნდია, რომელმაც კარის მშრალად შენახვა ერთი მსოფლიო თასის ექვს შეხვედრაში მოახერხა.

როდრიმ მიმდინარე მუნდიალზე 655 პასი გააკეთა, რაც 1966 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებლია.
ლამინ იამალმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე 12 მატჩი დაიწყო ძირითადი შემადგენლობიდან და ყველა მათგანში გაიმარჯვა - რაც საუკეთესო 100%-იანი შედეგია ნებისმიერ ევროპელ ფეხბურთელს შორის, რომელთაც ამ ორ ტურნირზე სასტარტო შემადგენლობაში დაუწყიათ.
პირველი ხუთი ევროპელი ფეხბურთელიდან, რომლებსაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი დაუმარცხებელი სერია აქვთ, ყველა ესპანელია:
აიმერიკ ლაპორტი - 22 მატჩი
მიკელ ოიარსაბალი - 20 მატჩი
ფაბიან რუისი - 16 მატჩი
მიკელ მერინო - 14 მატჩი
ლამინ იამალი - 14 მატჩი
ესპანეთის ნაკრები უკვე 37 მატჩია წაუგებელია (28 მოგება, 9 ფრე), რაც იტალიის ნაკრების მაჩვენებელთან ერთად რეკორდული შედეგია ევროპულ ნაკრებებს შორის.
ესპანეთი პირველი ევროპული გუნდია, რომელმაც დიდ ტურნირებზე (ევრო/მუნდიალი) ზედიზედ 8 საპლეიოფო მატჩი მოიგო.
ევროპულ ნაკრებებს შორის, რომლებმაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის მინიმუმ ორ ნახევარფინალში ითამაშეს, ესპანეთს საუკეთესო წარმატების მაჩვენებელი აქვს - ფურია როხა რვა ნახევარფინალიდან შვიდჯერ ფინალში გავიდა (87.5%).
