ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

10-კაციანმა დინამომ დილა დაამარცხა - ლიდერებს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

10-კაციანმა დინამომ დილა დაამარცხა - ლიდერებს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა

03 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მთავარ მატჩში, დინამო თბილისმა ჩემპიონატის ლიდერი გორის დილა 2:0 დაამარცხა. გოლები აბდულაიე იორომ და მათე ვაწაძემ გაიტანეს.

დინამოელები მე-10 წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ - ირაკლი შენგელიამ მოედნიდან ბარნს ოსეი გააძევა.

პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე, დინამოელთა კოტ დ'ივუარელმა შემტევმა, აბდულაიე იორომ შორი მანძილიდან ულამაზესი გოლი შეაგდო და კაცნაკლული თანაგუნდელები დააწინაურა.

18 წლის მოთამაშემ დინამოს რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა - ის თურქული ბაშაქშეჰირიდან 2026 წლის ივნისამდე აიყვანეს იჯარით.

მეორე ნახევრის დამატებულ მე-8 წუთზე, კონტრშეტევის შედეგად, მათე ვაწაძემ შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დინამოელებმა ბოლო 6 მატჩიდან მე-2 შეხვედრა მოიგეს, რითაც, თავის მხრივ, გორელებს 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეაწყვეტინეს (5 ჩემპიონატში და 1 თასზე).

თბილისელებს გორული კლუბი ბოლო 7 ურთიერთშეხვედრაში 2-ჯერ ჰყავთ დამარცხებული - 2 ფრე და 3 წაგება. უშუალოდ დედაქალაქში დილას 2023 წლის აპრილის შემდეგ, 5 მატჩია არ მოუგია - 2 ფრე და 3 წაგება.

შედეგად, ჩემპიონატის ლიდერ დილასა და იბერია 1999-ს შორის ქულათა სხვაობა 3-მდე შემცირდა - იბერიელებმა გაგრას, სილაგაძის დუბლითა და აგიაკვას გოლით, 3:1 მოუგეს. დინამომ კი 45 ქულა მოაგროვა, მე-3 ადგილზეა და ტორპედოსთან 2-ქულიანი უპირატესობა აქვს.

დინამო თბილისი მომდევნო ტურში, 18 ოქტომბერს, დინამო ბათუმს უმასპინძლებს, ხოლო დილა ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე მყოფ საგარეჯოს გარეჯს ესტუმრება.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

აბდულაიე იორო
დინამო თბილისი
მათე ვაწაძე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

03 ივნ, 2026

კონფერენს ლიგაზე ტორპედო განუთესავ გუნდებში გადავიდა

News image

05 ივნ, 2026

დინამო თბილისმა ფრანგი ნახევარმცველი დაიმატა

News image

06 ივნ, 2026

ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - დინამო თბილისმა ფრანგი შემტევი დაიმატა

News image

10 ივნ, 2026

თინეიჯერები სათავეში - ელიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

კონფერენს ლიგაზე ტორპედო განუთესავ გუნდებში გადავიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი