დინამო თბილისი ევროტურნირების მატჩს დინამო არენაზე ვერ ჩაატარებს.
Geo Team-ის ცნობით, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დინამო თბილისი, სავარაუდოდ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.
მიზეზი დინამო არენაზე მინდვრის სრულად გამოცვლაა, რომელიც კანიე ვესტის კონცერტის შემდეგ გახდა აუცილებელი.
პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, დინამო თბილისი ვერც მეორე ეტაპის მატჩს უმასპინძლებს საკუთარ მოედანზე.
დინამო თბილისი საშინაო მატჩს ლუქსემბურგის მონდორფის წინააღმდეგ 16 ივლისს გამართავს.