• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
10 სამუნდიალე რეკორდი, რომელიც შესაძლოა გაუმჯობესდეს
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

10 სამუნდიალე რეკორდი, რომელიც შესაძლოა გაუმჯობესდეს

12 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს მრავალი საკუთარი რეკორდი აქვს, რომელიც როგორც წესი, ჩემპიონატიდან ჩემპიონატამდე იხსნება. წლევანდელ მუნდიალზე რამდენიმე ასეთი უკვე ავტომატურად ცნობილია და ასევეა შანსი, რამდენიმე მიღწევა განმეორდეს ანდა გაუმჯობესდეს.


გთავაზობთ 10 რეკორდს, რომელთა გამეორება ანდა გაუმჯობესება მექსიკა-აშშ-კანადის სტადიონებზე შეგვიძლია, რომ ვიხილოთ:


1. თუ ჩემპიონი გერმანია გახდება, იგი ბრაზილიის მიღწევას გაიმეორებს და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონად მოგვევლინება.


2. თუ ჩემპიონი არგენტინა გახდება, მუნდიალის ზედიზედ მოგებით მესამე გუნდი იქნება, რომელიც ამას შეძლებს - აქამდე ორჯერ ზედიზედ იტალია (1934, 1938) და ბრაზილია (1958, 1962) გაჩემპიონდნენ.


3. თუ ჩემპიონი არგენტინა ან საფრანგეთი გახდება, ლიონელ სკალონი ან დიდიე დეშანი იტალიელ ვიტორიო პოცოს რეკორდს გაიმეორებს და მწვრთნელის რანგში მეორედ გახდება მსოფლიო ჩემპიონი.


4. თუ უზბეკეთი გაჩემპიონდება, რაც ჰიპერფანტასტიკის სფეროა, მისი მწვრთნელი ფაბიო კანავარო მეოთხე ადამიანი გახდება, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული ექნება როგორც ფეხბურთელს და ასევე როგორც - მწვრთნელს. ეს კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ სამმა ადამიანმა, მარიო ზაგალომ, ფრანც ბეკენბაუერმა და დიდიე დეშანმა მოახერხეს.


5. თუ ლიონელ მესი და კილიან მბაპე, შესაბამისად, 3 და 4 გოლს გაიტანენ, მუნდიალების ისტორიაში ყველაზე მეტი ჯამური გოლის ავტორის, მიროსლავ კლოზეს მიღწევას (16 გოლი) გაიმეორებენ, უფრო მეტის გატანის შემთხვევაში კი რეკორდს გააუმჯობესებენ.


6. თუ 43 წლის მეკარე კრეიგ გორდონი გოლს გაიტანს, რაც ძნელი წარმოსადგენია, მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გახდება. ეს რეკორდი როჟე მილას ეკუთვნის, რომელმაც 42 წლისა და 39 დღისამ გამოიჩინა თავი.


7. მანუელ ნოიერს მსოფლიო ჩემპიონატებზე 7 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც გოლი არ გაუშვია. რეკორდი კი 10 მატჩია, რომელიც პიტერ შილტონსა და ფაბიან ბარტეზს ეკუთვნით, ამრიგად ვეტერან გერმანელ მეკარეს წელს ამ მიღწევის გაუმჯობესების შესანიშნავი შანსი აქვს.


8. მუნდიალებზე პენალტების სერიაში ყველაზე მეტჯერ - ექვსჯერ არგენტინას აქვს მოგებული, მის შემდეგ კი ოთხ-ოთხი მოგებებით გერმანია და ხორვატია მოდიან. წლევანდელ ჩემპიონატზე მეტი რაოდენობის პლეი-ოფი კი ამ მაჩვენებლის გაუმჯობესების შანსსაც იძლევა.


9. მუნდიალებზე ყველაზე მეტჯერ - შვიდჯერ ერთმანეთს ორი გუნდი შეხვედრია: ბრაზილია-შვედეთი და გერმანია-არგენტინა (თუ არ ჩავთვლი გერმანიისა და იუგოსლავიის, შემდგომში სერბეთი & მონტენეგროსა და სერბეთის მატჩებს). არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე წყვილის შეხვედრა წელს ისევ შედგეს, რითაც ეს რეკორდიც გაუმჯობესდება.


10. ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გოლი (172) წინა მუნდიალზე გავიდა. ცხადია, ეს რეკორდი წელს აუცილებლად გაუმჯობესდება, თუმცა საინტერესოა, შეფარდებით როგორ დაჯდება მატჩებში გასული გოლების რიცხვი ამერიკაში, რადგან ყატარში გამართულ 64 შეხვედრაში საშუალოდ 2.69 გოლი გადიოდა, წელს კი წინ 104 მატჩი გველოდება.

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

სკალონი
ნოიერი
germany
მესი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026
მბაპე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

2026 წლის მუნდიალზე დამყარებული საუკეთესო რეკორდები

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

2026 წლის მუნდიალზე დამყარებული საუკეთესო რეკორდები
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ასრულებს თუ არა მესი სანაკრებო კარიერას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ასრულებს თუ არა მესი სანაკრებო კარიერას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მათეუსი: „რასაც არგენტინა ფინალში ცდილობდა, ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდა"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მათეუსი: „რასაც არგენტინა ფინალში ცდილობდა, ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდა"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნეიმარი, ბრუნო, ვალვერდე - ESPN-მა მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე სუსტი შემადგენლობა დაასახელა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნეიმარი, ბრუნო, ვალვერდე - ESPN-მა მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე სუსტი შემადგენლობა დაასახელა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

11 სთ წინ

2026 წლის მუნდიალზე დამყარებული საუკეთესო რეკორდები

News image

38 წთ წინ

ასრულებს თუ არა მესი სანაკრებო კარიერას?

News image

33 წთ წინ

მათეუსი: „რასაც არგენტინა ფინალში ცდილობდა, ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდა"

News image

29 წთ წინ

ნეიმარი, ბრუნო, ვალვერდე - ESPN-მა მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე სუსტი შემადგენლობა დაასახელა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება