• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
10 საუკეთესო პერფორმანსი ლიგის ფინალში
ფეხბურთიფეხბურთი

10 საუკეთესო პერფორმანსი ლიგის ფინალში

27 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე თითქმის აღარაფერი რჩება. შაბათს, 30 მაისს, 20:00-ზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება - 2025/26 წლების სეზონის დასკვნითი მატჩი ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება. გულშემატკივართა ნაწილი ქართველი ვინგერის კიდევ ერთ ჩემპიონთალიგურ შოუს ელის, ნაწილი კი არსენალის ნანატრი ტიტულის მოლოდინშია. ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში არაერთი გამორჩეული ინდივიდუალური  პერფორმანსი გვინახავს, დღევანდელ ბლოგში კი 10 საუკეთესოს გამოვარჩევთ.


10. კარლ-ჰაინც რიდლე v იუვენტუსი. 1997.


1996/97 წლების სეზონის ფინალში ერთმანეთს ტურინის იუვენტუსი და დორტმუნდის ბორუსია შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონის გამარჯვებულები ამ ფინალშიც ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, გერმანელმა ფორვარდმა ტურინელთა კარი პირველ ტაიმში ორჯერ აიღო. დორტმუნდმა მატჩი 3:1 მოიგო.



9. ოლივერ კანი v ვალენსია. 2001.


ძირითად დროში დაწყებულმა “პენალტების სერიამ” 2000/01 წლების სეზონის გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მატჩი ნამდვილ თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა. ოლივერ კანმა სამი პენალტის მოგერიება შეძლო - 21-ე საუკუნის პირველი გამარჯვებული

ბაიერნი გახდა.



8. დანიელე მასარო v ბარსელონა. 1994.


1994 წლის ფინალში უდიდესი ფავორიტის სტატუსით გასულ კრუიფის ბარსელონას გაკვეთილი ფაბიო კაპელოს მილანმა ჩაუტარა. იტალიელმა ფორვარდმა ანგარიში 23-ე წუთზე გახსნა, ტაიმის ბოლოს კი ბრწყინვალე დარტყმით კიდევ ერთხელ აიღო კატალონიელთა კარი. მეორე ტაიმში მილანმელებმა კიდევ ორჯერ აიღეს სუბისარეტას კარი.



7. ჩავი v მანჩესტერი. 2009.


2009 წლის ფინალში ჩავი ერნანდესის ფერფორმანსი მართლაც რომ ნახევარმცველის იდეალური მატჩის დეფინიციაა. უშეცდომო თამაშს ესპანელმა მაესტრომ საგოლე გადაცემაც დაუმატა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც სრულიად დამსახურებულად გახდა. 



6. პეტრ ჩეხი v ბაიერნი. 2012. 


თამაშის გადარჩენიდან რამდენიმე წუთში დიდიე დროგბა ყველაფრის წყალში ჩაყრასთან ძალაინ ახლოს იყო. დამატებითი დროის მესამე წუთზე კოტ-დ’ივუარელმა ფრანკ რიბერი წააქცია - მატჩის მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. არიენ რობენის თერთმეტმეტრიანი მატჩის გმირმა პეტრ ჩეხმა მოიგერია. ჩეხმა მეკარემ პენალტების სერიაში კიდევ ორი პენალტის მოგერიება შეძლო - ჩელსის კიპერმა ჯერ ივიცა ოლიჩის დარტყმული მოიგერია, ბოლოს კი ბასტიან შვაინშტაიგერს არ გაატანინა. 



5. კრიშტიანუ რონალდუ v იუვენტუსი. 2017.


2016/17 წლების ზღაპრული სეზონი კრიშტიანუ რონალდუმ ჯანლუიჯი ბუფონის კარში შესრულებული დუბლით დააგვირგვინა. პორტუგალიელმა ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა - კრიშტიანუმ დანი კარვახალთან გათამაშებული კომბინაცია დააგვირგვინა. 64-ე წუთზე რონალდუმ იუვეს მცველების ინერტულობით ისარგებლა და ანგარიში ორბურთიანი გახადა.



4. დიეგო მილიტო v ბაიერნი. 2010. 


ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი რვა ფეხბურთელს გაუტანია - ყველაზე ლამაზად ეს არგენტინელმა გააკეთა. სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ ფინალში ინტერმა ბაიერნს მილიტოს გოლებით, 2:0 სძლია. პირველი გოლი მეკარიდან დაწყებულ სამსვლიან კომბინაციას მოჰყვა. მატჩში წერტილი არგენტინელმა 70-ე წუთზე დასვა - მოედნიდან გამქრალი ვან ბუიტენი და უბადლო ფინიში ჰანს-იორგ ბუტის კარში.



3. ლიონელ მესი v მანჩესტერი. 2011.


2011 წლის ფინალში მესიმ არაერთი ფუნქცია შეითავსა - ცრუ ცხრიანი, ვინგერი თუ გამთამაშებელი. არგენტინელი ყველა პოზიციიდან ლეტალური იყო - ფინალების ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი, გამარჯვების გოლი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.



2. დეზირე დუე v ინტერი. 2025.


ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი პერფორმანსი დეზირე დუეს ეკუთვნის - ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა. პარიზელთა პირველი გოლი ფრანგმა გაატანინა ჰაკიმის, მეორე და მესამე გოლები კი თვითონ გაიტანა და ინტერის ოცნებები დაასამარა.



1. ტიბო კურტუა v ლივერპული. 2022.


2021/22 წლების სეზონის ფინალს ხშირად ლივერპულისა და ტიბო კურტუას დაპირისპირებად მოიხსენიებენ და არცთუ ისე უსამართლოდ. ბელგიელმა მეკარემ ცხრაჯერ მოახერხა მერსისაიდელთა დარტყმის მოგერიება, რაც ფინალების რეკორდია. რამდენიმე სეივს ფინალების საუკეთესო სეივობაზეც აქვთ სამართლიანი პრეტენზია.



ლიგის ფინალებში გასული 10 საუკეთესო გოლი



ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

დეზირე დუე
მესი
რონალდუ
ჩავი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რონალდუ ბრუნოს ალ-ნასრში გადაბირებას ცდილობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუ ბრუნოს ალ-ნასრში გადაბირებას ცდილობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მესისა და მბაპეს აჯობა - ვის ერგო მუნდიალის საუკეთესო გოლი?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

VIDEO: მესისა და მბაპეს აჯობა - ვის ერგო მუნდიალის საუკეთესო გოლი?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

4 მიზეზი, რატომაც 2026-ის მუნდიალი პორტუგალიისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

4 მიზეზი, რატომაც 2026-ის მუნდიალი პორტუგალიისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ ისარგებლა არგენტინამ წესების არასწორი ინტერპრეტაციით?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როგორ ისარგებლა არგენტინამ წესების არასწორი ინტერპრეტაციით?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

26 ივლ, 2026

რონალდუ ბრუნოს ალ-ნასრში გადაბირებას ცდილობს

News image

19 სთ წინ

VIDEO: მესისა და მბაპეს აჯობა - ვის ერგო მუნდიალის საუკეთესო გოლი?

News image

3 სთ წინ

4 მიზეზი, რატომაც 2026-ის მუნდიალი პორტუგალიისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა

News image

1 სთ წინ

როგორ ისარგებლა არგენტინამ წესების არასწორი ინტერპრეტაციით?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება