• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ლიგის ფინალებში გასული 10 საუკეთესო გოლი
ფეხბურთიფეხბურთი

ლიგის ფინალებში გასული 10 საუკეთესო გოლი

25 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე თითქმის აღარაფერი რჩება. შაბათს, 30 მაისს, 20:00 ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება - 2025/26 წლების სეზონის დასკვნითი მატჩი ბუდაპეშტში, პუშკას არენაზე გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში არაერთი ლამაზი გოლი გვინახავს, დღევანდელ ბლოგში კი 10 საუკეთესოს გამოვარჩევთ. 


10. დიეგო მილიტო v ბაიერნი


“ფეხბურთის თამაში ძალიან მარტივია, მაგრამ მარტივი ფეხბურთის თამაში ყველაზე რთული რამ არის”. დიეგო მილიტომ 2010 წლის ლიგის ფინალში ბაიერნს ორი შესანიშნავი გოლი გაუტანა, პირველი კი იოჰან კრუიფის ამ ლეგენდარული ციტატის შესანიშნავი მაგალითია - მეკარიდან დაწყებული სამსვლიანი კომბინაცია და უშანსოდ დარჩენილი ჰანს-იორგ ბუტი.


მილიტოს გოლი ბაიერნის კარში  (0:14-დან)


9. დავიდ ვილია v მანჩესტერი


ლიგის ფინალებში გუნდის მიერ ნაჩვენები ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი უდავოდ 2011 წლის ბარსელონას ეკუთვნის. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა სერ ალექსის მანჩესტერს შანსი არ დაუტოვეს. თამაშში წერტილი 69-ე წუთზე დავიდ ვილამ დასვა - მესის შესანიშნავი დრიბლინგით დაწყებული შეტევა ესპანელის უზადო დარტყმით დასრულდა.



8. სერხიო რამოსი v ატლეტიკო


92:48. სწორედ ამ დროს გავიდა მადრიდის რეალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი - კუთხურიდან ლუკა მოდრიჩის ჩაწოდებული ბურთი სერხიო რამოსმა უზადო დარტყმით გადაგზავნა ტიბო კურტუას კარში. მადრიდელებმა თანაქალაქელ ატლეტიკოსთან ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრეს.



7. დეიან სავიჩევიჩი v ბარსელონა


1994 წლის ფინალში ფავორიტად შერაცხული კრუიფის ბარსელონა ფაბიო კაპელოს მილანმა 4:0 გაანადგურა. ფინალური მატჩის პირველ ნახევარში დანიელ მასაროს დუბლის შემდეგ, კატალონიელთა კარი მილანელთა ათიანმაც აიღო - სავიჩევიჩმა ბარსელონას მცველების შეცდომით ისარგებლა და სუბისარეტას ბურთი თავზე საჯარიმოს გარედან გადაუგო.



6. ალესანდრო დელ პიერო v დორტმუნდი 


1997 წლის ფინალში ტურინელთა იმედები ცვლილებაზე შემოსულმა ალესანდრო დელ პიერომ გააცოცხლა - იტალიელმა ალენ ბოქსიჩის გამჭოლი პასი ქუსლით გადაგზავნა დორტმუნდელთა კარში. 


დელ პიეროს გოლი დორტმუნდის კარში  (6:47-დან)


5. ლარს რიკენი v იუვენტუსი


დელ პიეროს გოლიდან შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი სიის მეხუთე ადგილოსანი გოლიც ამ ფინალიდანაა. იუვენტუსის იმედისჩამსახველი გოლიდან 4 წუთში მოედანზე ლარს რიკენი შემოვიდა და რამდენიმე წამში ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლიც გაიტანა.



4. კრესპო v ლივერპული 


ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ალბათ საუკეთესო ფინალს არც საუკეთესო გოლები აკლდა. რიკარდო კაკას ფენომენალური თამაში მოედნის ცენტრში და გენიალური გადაცემა ერნან კრესპოზე - არგენტინელმა საუკეთესო პასს საუკეთესო ფინიში მოუძებნა.



3. მარიო მანჯუკიჩი v რეალი 


ტურინელების ერთადერთი პოზიტიური მოგონება 2017 წლის ფინალიდან სწორედ ხორვატი ფორვარდის არანორმალური გოლია - ბურთის მიწაზე დაუშვებებლად გათამაშებული საოცარი კომბინაცია და მანჯუკიჩის ბრწყინვალე მაკრატელა კეილორ ნავასის კარში.



2. გარეტ ბეილი v ლივერპული 


2018 წლის ფინალის გმირი გარეტ ბეილი გახდა. უელსელმა ლივერპულის კარი 64-ე და 83-ე წუთებზე ორჯერ აიღო.  ბეილის პირველი გოლი მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშია -  უელსელმა მარსელოს ჩაწოდებული ბურთი დაუჯერებელი მაკრატელა დარტყმით გადაგზავნა მერსისაიდელთა კარში.



1. ზინედინ ზიდანი v ლევერკუზენი


სია ჰანს-იორგ ბუტის კარში გატანილი გოლით გავხსენით, ათეულის შემაჯამებელი გოლიც გერმანელი კიპერის კარში გავიდა. გოლი, რომელიც უკვე 24 წელია ჩემპიონთა ლიგის ფინალის სიმბოლოა. 2002 წლის ფინალში ბაიერ ლევერკუზენის ოცნებები ზინედინ ზიდანმა დაამსხვრია - ტაიმის ბოლო წუთზე, რობერტო კარლოსის ჩაწოდებას ლეგენდარული ფრანგის იდეალური დარტყმა მოჰყვა.


იხილეთ ვრცლად: როგორ დაამსხვრია ზიდანმა ლევერკუზენის ოცნება





ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბეილი
ჩემპიონთა ლიგა
სერხიო რამოსი
ზინედინ ზიდანი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბოლო 10 სეზონში - რამდენ ქართულ კლუბს აქვს მოგებული ევროტურნირებზე 3 ან მეტი ბურთით

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბოლო 10 სეზონში - რამდენ ქართულ კლუბს აქვს მოგებული ევროტურნირებზე 3 ან მეტი ბურთით
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქართული გუნდები ევროთასებზე და სხვა ქართველები - ქართველების კვირა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქართული გუნდები ევროთასებზე და სხვა ქართველები - ქართველების კვირა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ზიდანი: "ყველა სხვა შეთავაზებაზე უარი ვთქვი"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ზიდანი: "ყველა სხვა შეთავაზებაზე უარი ვთქვი"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

25 ივლ, 2026

ბოლო 10 სეზონში - რამდენ ქართულ კლუბს აქვს მოგებული ევროტურნირებზე 3 ან მეტი ბურთით

News image

23 სთ წინ

ქართული გუნდები ევროთასებზე და სხვა ქართველები - ქართველების კვირა

News image

4 სთ წინ

ოფიციალურად: ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელია

News image

36 წთ წინ

ზიდანი: "ყველა სხვა შეთავაზებაზე უარი ვთქვი"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება