ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა.
54 წლის სპეციალისტმა ეროვნულ გუნდთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ზინედინის ასისტენტები დავიდ ბეტონი და ჰამიდუ მსაიდი იქნებიან, რომლებიც მასთან ადრეც მუშაობდნენ. ასევე მოსალოდნელია, რომ მის შტაბს ფიზმომზადების მწვრთნელი გრეგორი დიუპონი, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები ფაბიენ ბარტეზი და ბერნარ დიომედი შეერთდებიან.
ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში მოთამაშის რანგში გამოდიოდა, მის ანგარიშზე 108 მატჩია და მან 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და ევრო 2000-ის ოქროს მედლები მოიპოვა.
მწვრთნელის როლში ზინედინი რეალს ხელმძღვანელობდა, რომელთან ერთადაც ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგა და კიდევ 8 ტიტული მოიგო.
დიდიე დეშამმა, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში 14 წლის განმავლობაში მუშაობდა და 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა, ფრანგებმა ტურნირზე მე-4 ადგილი დაიკავეს.