ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

2184 დღის შემდეგ - მარკ მარკესი MotoGP-ის მსოფლიო ჩემპიონია
სხვა სპორტისხვა სპორტი

2184 დღის შემდეგ - მარკ მარკესი MotoGP-ის მსოფლიო ჩემპიონია

15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

MotoGP-ში მოტულის გრან პრი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ფრანჩესკო ბანაია (დუკატი) გახდა.

მეორე ადგილზე კი მარკ მარკესი (დუკატი) გავიდა, რომელმაც MotoGP-ის მსოფლიო ჩემპიონობა კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა და ამით სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი დაბრუნება შემოგვთავაზა. მარკესის წინა და ახლანდელ ჩემპიონობას შორის სხვაობა 2184 დღე არის, ამ პერიოდში კი ესპანელმა ძალიან ბევრი რამ გადაიტანა.

მარკმა MotoGP-ის პირველი 6 ჩემპიონობა 2013, 2014, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში მოიპოვა. ამასთან 2010 წელს 125cc-ის, ხოლო 2012 წელს Moto 2-ის ჩემპიონიც გახდა.

ამის შემდეგ კი მარკესმა 2020 წელს ხელი მოიტეხა და ასე დაიწყო ყველაზე გრძელი გზა სპორტულ მწვერვალზე დაბრუნებისკენ. თუ ადრე მარკესის წარმატების გაგრძელება თითქოს ფორმალობად ჩანდა, იმ 2184 დღის განმავლობაში, რაც ბოლოს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ყველაფერი სხვაგვარად იყო.

სამი გუნდი, ორი მწარმოებელი, მრავალი ოპერაცია, ორმაგი ხედვა, მხრის ტრავმა, ხელის ტრავმა. თვეები თამაშგარეთ. კარიერის გადამრჩენი ოპერაციისკენ ძალების სრულად მიძღვნა. ასობით დღის შემდეგ გამარჯვებებით დაბრუნება და ახლა - მოგებული ჩემპიონატი, რომელიც მას MotoGP-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონს ხდის.

მარკესმა ამ სეზონში 11 რბოლა მოიგო და ჯამში 15-ჯერ იყო პოდიუმზე, საერთო ჩათვლაში კი 541 ქულით გახდა ჩემპიონი. მარკის მდევარი მისი ძმა, ალექსი იყო, რომელმაც 2 რბოლა მოიგო და 9-ჯერ იყო პოდიუმზე.

32 წლის ესპანელი მოტოსპორტის იმ ხუთ ლეგენდას შეუერთდა, რომელსაც მინიმუმ 9 ჩემპიონობა აქვს მოპოვებული:

ჯაკომო აგოსტინი - 15

ანხელ ნიეტო - 13

კარლო უბიალი, მაიკ ჰეილვუდი, ვალენტინო როსი, მარკ მარკესი - 9

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ესპანეთი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

"მადლობა ფეხბურთს ყველაფრისთვის" - სერხიო ბუსკეტსი კარიერას ასრულებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მადლობა ფეხბურთს ყველაფრისთვის" - სერხიო ბუსკეტსი კარიერას ასრულებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მადლობა, რომ იყავი დიდებული ფეხბურთელი" - სერხიო რამოსი ბუსკეტსს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მადლობა, რომ იყავი დიდებული ფეხბურთელი" - სერხიო რამოსი ბუსკეტსს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"არ მაინტერესებს რა თქვა ფლიკმა", - ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"არ მაინტერესებს რა თქვა ფლიკმა", - ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სერხიო ბუსკეტსი - უნიკალური ტალანტი, რომელმაც თამაში შეცვალა

•
•ფეხბურთი
სერხიო ბუსკეტსი - უნიკალური ტალანტი, რომელმაც თამაში შეცვალა
•
•ფეხბურთი
News image

26 სექ, 2025