ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუის დე ლა ფუენტეს არ აინტერესებს, რა თქვა მასზე ჰანსი ფლიკმა.
ბარსას მწვრთნელმა ლამინ იამალის ტრავმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ 18 წლის შემტევი ნაკრებში ტრავმით ათამაშეს და რომ მწვრთნელებმა ფეხბურთელებზე უფრო მეტად უნდა იზრუნონ.
"ასე არ შეიძლება", - ფლიკი ესპანეთის ნარკებს გაუბრაზდა, იამალი ტრავმირებულია
„აქ და ახლა საერთოდ არ მახსოვს, რა თქვა ფლიკმა და არც მაინტერესებს." - აღნიშნა ესპანეთის ნაკრების თავკაცმა.
იამალმა ბარსელონას ბოლო 4 მატჩი გამოტოვა, რომლებშიც გუნდმა 4 გამარჯვება მოიპოვა.