სერხიო ბუსკეტსმა სოციალურ ქსელში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
"გულწრფელი მადლობა ყველას და ფეხბურთს ყველაფრისთვის. თქვენ ყოველთვის იქნებით ამ ლამაზი ისტორიის ნაწილი."
ოფიციალური განცხადება ესპანელი ნახევარმცველის ამჟამინდელმა კლუბმა, ინტერ მაიამიმაც გაავრცელა.
"ინტერ მაიამი ოფიციალურად აცხადებს, რომ სერხიო ბუსკეტსი მიმდინარე სეზონის ბოლოს პროფესიონალურ ფეხბურთს დაემშვიდობება, ხოლო MLS-ის პლეი-ოფები მისი კარიერის უკანასკნელი მატჩები იქნება.
ბუსკეტსი 2023 წელს შეუერთდა ინტერ მაიამის და მას შემდეგ გუნდის წინსვლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა - თავისი ხედვითა და ხარისხით შუა ხაზში, გამოცდილებითა და ლიდერობით, ასევე გუნდს დაეხმარა სუპორტერს შილდისა და ლიგის თასის მოგებაში.
გუნდი ახლა ელოდება მის წვლილს სეზონის დასკვნით ეტაპზე მიზნების მიღწევისთვის, რის შემდეგაც საბოლოოდ დასრულდება მისი გამორჩეული კარიერა - კარიერა, რომელშიც ბუსკეტსმა ბარსელონასთან და ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთად უამრავი ტიტული და ჯილდო მოიგო და დამსახურებულად მოიპოვა ერთ-ერთი უდიდესი ნახევარმცველის სახელწოდება ფეხბურთის ისტორიაში." - წერია ამერიკული კლუბის განცხადებაში.
"მადლობა, რომ იყავი დიდებული ფეხბურთელი" - სერხიო რამოსი ბუსკეტსს