ლა ლიგის პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება, რომ ლამინ იამალი მომავალში ოქროს ბურთს მოიგებს.
18 წლის ვინგერმა გამოკითხვაში მე-2 ადგილი დაიკავა და მხოლოდ უსმან დემბელეს ჩამორჩა.
„ლამინ იამალი, უბრალოდ ვთქვათ ეს სახელი... ის რომ 23 ან მეტი წლის ყოფილიყო, ოქროს ბურთს აუცილებლად მას მისცემდნენ, დარწმუნებული ვარ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პატარაა, სხვა პრიზი აკმარეს.
თუ ის ასეთ დონეზე გააგრძელებს თამაშს, რაც, როგორც ჩანს, ასეც იქნება - ვფიქრობ, არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებს." - აღნიშნა ლა ლიგის პრეზიდენტმა.
იმავე დაჯილდოვებაზე იამალს ზედიზედ მეორედ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული გადასცეს.