30 წლის ფატი ვასკესმა, რომელიც ლამინ იამალის მეგობარი გოგონა იყო, ახალგაზრდა ფეხბურთელთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
"მე არავისთვის მითქვამს, რომ ლამინ იამალთან ერთად მივდიოდი დასასვენებლად… ვერ უარვყოფ იმას, რაც არ მომხდარა. ჩვენი ფოტოების გამოჩენას არ ველოდი. მხოლოდ მე და ის ვიყავით, სრულიად მარტო. ჩვენ ურთიერთობა გვქონდა რამდენიმე თვე, რვა თვე ვსაუბრობდით. ეს ერთ დღეში არ ხდება.
არავინ არაფერი იცოდა ამის შესახებ. მე არ მინდოდა, რომ ვინმეს გაეგო. როცა მასთან ერთად იტალიაში წავედი, ჩემი განზრახვა იყო უკეთ გამეცნო. არ ვაპირებდი მასზე დაქორწინებას და არც შემდეგი ჯორჯინა როდრიგესობა მინდოდა. საერთოდ არა. ვთქვი: ‘მოვინახულებ, ვიხალისებ და ღმერთი გადაწყვეტს.’
ლამინ იამალი ასეთი თავმდაბალი არ არის. მე მასთან ვიყავი და ვფიქრობ, რომ მას კარგ რჩევებს არ აძლევენ. შევხვდი მის უახლოეს წრეს და ვფიქრობ, რომ სწორად არ ურჩევენ და სწორ არჩევანს ვერ აკეთებს.
ჩემთვის ნორმალური არ არის, რომ მისი ასაკისას ეს ყველაფერი გამოჩნდა [რომ მე მასთან ვიყავი] და ასევე ის, რომ 17 წლის ასაკში ღამის კლუბებში და წვეულებებზე დადიოდა, ან ის, რომ იბიცაზე, იახტაზე 10 გოგო წაიყვანა... რა თქმა უნდა, პაპარაცები დაიჭერენ მას ისეთ პოპულარულ ადგილას, როგორიც იბიცაა!
ჩემთან შეხვედრამდე წინა დღეს, მას სხვა გოგოსთან ჰქონდა შეხვედრა. ფოტოები რომ დავდე, იმ გოგომ დამირეკა და მითხრა: ‘შენ ლამინთან იყავი? მე ერთი დღით ადრე წავედი’…
ლამინის აგენტი მასთვის კალენდარს ამზადებს, სადაც გეგმავს დღეებს გოგოებთან ერთად შეხვედრებისთვის. მას გოგოების კალენდარი აქვს.
მე არ მჯერა, რომ ლამინის ნიკი ნიკოლთან ურთიერთობაში ნამდვილი სიყვარულია. ვფიქრობ, რომ ის ძალიან შეყვარებულია მასზე, მაგრამ ნიკი არ არის - შეყვარებული. ვფიქრობ, ის ამ ურთიერთობაში იმის გამოა, რომ შეიძლება ეს მას წაადგეს.
პაუ კუბარსი ლამინის თანატოლია. როცა 18 წლის გახდნენ, ფოტოებიდან ნათლად ჩანდა - იამალმა გრანდიოზული წვეულება მოაწყო, ხოლო პაუ კუბარსიმ მხოლოდ სახლში ტორტით იზეიმა… ხვდებით, რას ვგულისხმობ?“