ჟოან ლაპორტამ ოქროს ბურთის გამოკითხვაში იამალის მე-2 ადგილზე გასვლაზე ისაუბრა.
ამავე დაჯილდოვებაზე იამალი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა - 18 წლის შემტევ რაიმონ კოპას სახელობის ჯილდო გადაეცა.
„რაიმონ კოპას ჯილდო ზედიზედ ორჯერ არავის მოუგია. დარწმუნებული ვარ, ახლა იამალი ოქროს ბურთისთვის იბრძოლებს სტაბილურად.
დაძაბული სიტუაცია იყო, იმიტომ რომ დარბაზში რამდენიმე ადამიანმა "უსმან, უსმან" დაიყვირა, ზოგმა ჩვენიანმა კი "ლამინ, ლამინი" დაუპირისპირა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი რაღაც იამალს დამატებით მოტივაციას მისცემს.
იმედი ნამდვილად გვქონდა. ჩვენი მხრიდან რაფინია, ლამინი და პედრი იყვნენ ნომინირებულები. ლამინი და დემბელე ფინალისტები გახდნენ და ვფიქრობ, თავისი როლი ჩემპიონთა ლიგის მოგებამაც შეასრულა.
სამაგიეროდ, რაიმონ კოპას ჯილდო ზედიზედ ორჯერ არავის აქვს. დარწმუნებული ვარ, ლამინი ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებს. დრო გვიჩვენებს, მაგრამ როგორც ადამიანს, მას საუცხოო თვისებები გააჩნია." - აღნიშნა ბარსას პრეზიდენტმა.