ბარსელონას მეკარეს ჟოან გარსიას ოპერაცია ჩაუტარდა.
გოლკიპერმა გუშინდელ ვარჯიშზე მარცხენა მუხლის მენისკი გაიწყვიტა და ართროპიული ოპერაცია დასჭირდა.
დიდი ალბათობით, ესპანელი 4-დან 6 კვირამდე გამოტოვებს და შესაბამისად, მისი მონაწილეობა 26 ოქტომბრის ელ კლასიკოში ეჭვქვეშ დგას.
ჟოან გარსია ბარსელონას გასულ ზაფხულს ესპანიოლიდან შეუერთდა და ამ სეზონში ლა ლიგის 6-ვე შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო, რომელშიც 4 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა.