ოქროს ბურთის გამარჯვებულმა უსმან დემბელემ თავის მთავარ კონკურენტზე ისაუბრა.
მეორე ადგილზე გამოკითხვაში ბარსელონას 18 წლის შემტევი, ლამინ იამალი გავიდა.
- როგორ აღიქვით ლამინ იამალთან კონკურენცია?
„მშვენივრად. ყველამ ვნახეთ, როგორ თამაშობდა იამალი წინა სეზონში. ის ექსტრაორდინალური ფეხბურთელია უდიდესი პოტენციალით.
თუ ყველაფერი კარგად აეწყო, ის უამრავ ისეთ პრიზს მოიგებს, როგორიც ოქროს ბურთია.
სხვა კონკურენტებიც მყავდა, ამიტომ შესანიშნავი ბრძოლა გამოვიდა." - აღნიშნა ფრანგმა შემტევმა.