ბორჯღალოსნების ახალმა სამწვრთნელო შტაბმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებისთვის 34-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი), ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), მამუკა მსტოიანი (აჟენი); ვანო კარკაძე (ოიონა), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი); ირაკლი აფციაური (ლიონი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე);
მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ წულუკიძე (ოიონა), დავით ლაგვილავა (პერპინიანი), გიორგი ჯავახია (ტულონი), გაგი მარგველაშვილი (რასინგი);
მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), ბექა საღინაძე (ლიონი), ანდრო დვალი (პერპინიანი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი);
ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი); ლუკა მატკავა (ოიონა), თედო აბჟანდაძე (ორიაკი);
ცენტრი: გიორგი კვესელაძე (გრენობლი), გიორგი შველიძე (ბრივი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), დავით ბარბაქაძე (ლიონი);
ფრთა: ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი);
ფულბეკი: დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), ოთარ მეტრეველი (შავი ლომი).
საქართველო ტიტულის დაცვას 8 თებერვალს, სტუმრად შვეიცარიასთან დაიწყებს, 15 თებერვალს ნიდერლანდებს ამსტერდამში ეთამაშება, ჯგუფურ ეტაპს კი 21 თებერვალს თბილისში, ესპანეთთან დაასრულებს. ნახევარფინალები 7-8 მარტს, ხოლო ფინალი 15 მარტს გაიმართება.