გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგმა, პორტუგალიის ლიგის 1/4 ფინალში, ალვერკა 5:1 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ქართველმა შუახაზელმა ლისაბონური გრანდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 90 წუთი გაატარა. საყრდენ ზონას ჰიდემასა მორიტასთან ერთად ამაგრებდა. გოლებში მონაწილეობა არ მიუღია.
ქოჩორამ სპორტინგის სასტარტოში 22 სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა - მაშინ ჩემპიონატის მატჩში მორეირენსესთან მოხვდა ძირითადში.
ლომებისგან დუბლი ჯიოვანი ქენდამ და დებიუტანტმა 18 წლის ტალანტმა, სალვადორ ბლოპამ შეასრულეს, კიდევ ერთი ბურთი კი ფოტის იოანიდისის ანგარიშზეა.
ლიგის თასზე, სპორტინგის შემდეგი მოწინააღმდეგე წილისყრის შედეგად გაირკვევა. დანარჩენ 1/4 ფინალებში ასეთი დაპირისპირებებია: ბრაგა V სანტა კლარა; ბენფიკა V ტონტელა; პორტუ V გიმარაეში.