სანტი კასორლა მშობლიურ ოვიედოში თამაშს 40 წლის ასაკშიც გააგრძელებს.
კლუბმა ფეხბურთელთან კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა.
კასორლა ოვიედოს აღზრდილია და გუნდში 2023 წლის ზაფხულში დაბრუნდა.
გასული სეზონის შედეგად, ოვიედო კასორლასთან ერთად ლა ლიგაში დაბრუნდა. პლეი-ოფის მატჩში გუნდმა მირანდესი დაამარცხა (0:1, 3:1).
სეგუნდა დივიზიონში არსენალის, ვილიარეალის და ესპანეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა 35 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.