• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
5 მიზეზი, რატომ ვერ გახდება არბელოა ახალი ზიდანი
ფეხბურთიფეხბურთი

5 მიზეზი, რატომ ვერ გახდება არბელოა ახალი ზიდანი

8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

როდესაც მადრიდის რეალში მწვრთნელი იცვლება და გუნდს კლუბის ყოფილი ფეხბურთელი ინიშნება, სანტიაგო ბერნაბეუს თავზე მაშინვე ზინედინ ზიდანის აჩრდილი ჩნდება.


ალვარო არბელოას დანიშვნისას გაჩნდა ილუზია, რომ ისიც ზიზუ გზას გაივლიდა — მოვიდოდა, დაამშვიდებდა აბობოქრებულ გასახდელს და გუნდს გამარჯვების გზაზე დააბრუნებდა. მითუმეტეს, დამთხვევები მართლა ბევრი იყო — მათი წინამორბედები (ალონსო და მანამდე ბენიტესი) იანვრის დასაწყისში გაუშვეს, ორივეს იქამდე მხოლოდ კასტილიაში ჰქონდა ნამუშევარი და ბევრი სხვა...


თუმცა, ბოლოდროინდელი ამბები აჩვენებს, რომ არბელოა ზიდანი არ არის. აი, 5 მიზეზი, რატომ ვერ ხდება ის „მესია“ მადრიდელებისთვის:


1. ავტორიტეტის დეფიციტი: უბრალოდ კასტილიას მწვრთნელი ვარსკვლავების წინააღმდეგ — დიდი ფეხბურთელობის ბექგრაუნდის გარეშე


ზიდანი გასახდელში შედიოდა და იქ მყოფ ყველა ვარსკვლავს — რონალდუთი დაწყებული, რამოსით დასრულებული — მისი სუნთქვისაც კი ესმოდა. არბელოას შემთხვევაში კი საქმე სხვანაირად არის. როგორც ჟურნალისტი ანტონ მეანა იუწყება, ფეხბურთელები მას ისე უყურებენ, როგორც კასტილიას მწვრთნელს ან უბრალოდ მწვრთნელის მოვალეობების დროებით შემსრულებელს. როდესაც მოთამაშეები მწვრთნელს ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს ღიად იწუნებენ (როგორც ეს სებალიოსის შემთხვევაში მოხდა, როცა არბელოამ ესპანელი ბენფიკასთან არ ათამაშა), ეს ნიშნავს, რომ იერარქია დარღვეულია.


2. ზედმეტი მეგობრობა და დაკარგული დისტანცია


ზიდანი იყო მშვიდი, მაგრამ მკაცრი. მას ჰქონდა ბუნებრივი დისტანცია, რაც მას ხელშეუხებელს ხდიდა. არბელოა კი, ინსაიდერების თქმით, ზედმეტად კომუნიკაბელურია. გასახდელში ფიქრობენ, რომ მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის ასეთი სიახლოვე ავტორიტეტს აზიანებს. როდესაც მწვრთნელი შენი „ძმაკაცია“, რთულია მისგან კრიტიკა ან მკაცრი ტაქტიკური მითითება მიიღო. 


3. ტაქტიკური გაურკვევლობა და დაძაბულობა


ჩაბი ალონსოს წასვლის შემდეგ, გუნდში ატმოსფერო კი გამოსწორდა, მაგრამ გაჩნდა ტაქტიკური ქაოსი. რაიო ვალეკანოსთან მატჩის შემდგომი „ხანგრძლივი და მწვავე დისკუსია“ გასახდელში სწორედ ამაზე მეტყველებს. ზიდანის რეალი შეიძლება არ იყო ტაქტიკური გენიის ნიმუში, მაგრამ ყველამ იცოდა თავისი ადგილი. არბელოას შემთხვევაში კი, ფეხბურთელები მის გადაწყვეტილებებს კითხვის ნიშნის ქვეშ სვამენ. 


საქმე იქამდე მივიდა, რომ რაიო ვალეკანოსთან მატჩის შემდეგ, არბელოამ პრესკონფერენციაზე 1 საათით დააგვიანა, რადგან როგორც ჟურნალისტები წერენ, ფეხბურთელებთან მწვავე საუბარი ჰქონდა.


4. კრიზისული მენეჯმენტი


ზიდანი კრიზისების დროს ყველაზე კარგად მუშაობდა — ის წნეხს თავის თავზე იღებდა და ფეხბურთელებს იცავდა. აშკარაა, ალვაროც იგივეს გაკეთებას ცდილობს, თუმცა დანიშვნიდან 2 კვირაში უკვე „სამიმე" მასალად იქცა, როცა ყველა წარუმატებელი მატჩის შემდეგ, გამოდის და კონტექსტის გააზრების გარეშე, ყველაფრის ბრალეულობას თავის თავზე იღებს. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა რეალი ალბასეტესთან თასზე დამარცხდა — მიუხედავად იმისა, რომ არბელოას იქამდე ზუსტად 1 ვარჯიში ჰქონდა გუნდთან ერთად ჩატარებული, შედეგზე ბრალი მან მაინც თავის თავზე აიღო და პრესაში ხუმრობების ობიექტიც გახდა.


დღევანდელ, სოციალურ ქსელებზე გამობმულ სამყაროში შეუძლებელია ეს ყველაფერი ფეხბურთელების ყურამდე არ მისულიყო.


5. „დროებითობის“ სინდრომი


ყველაზე მთავარი — ზიდანმა თავიდანვე აჩვენა, რომ ის იქ დიდი ხნით მოვიდა. არბელოას შემთხვევაში კი, თავად ფეხბურთელებიც გრძნობენ, რომ ის მხოლოდ გარდამავალი ეტაპია. ასეთ დროს მოთამაშეები ბოლომდე არ იხარჯებიან მწვრთნელისთვის, რომლის მომავალიც ბურუსითაა მოცული. დანიშვნიდან 1 თვეც არაა გასული, გასახდელიდან კი უკვე გამოდის ინფორმაციები, რომ მწვრთნელის გარკვეული გადაწყვეტილებებით ცალკეული ფეხბურთელები უკმაყოფილები არიან.


შეჯამება: არბელოამ გასახდელში „ხანძარი“ ჩააქრო, მაგრამ ახალი შენობის აშენება ნაკლებად გამოუვა. ამისათვის, მადრიდის რეალს სჭირდება ლიდერი, რომელსაც მოთამაშეები თვალდახუჭული მიენდობიან — ისე, როგორც ეს ზიდანის და ანჩელოტის დროს იყო.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

არბელოა
ზინედინ ზიდანი
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ალონსოს შემდეგ, არბელოაც? ესპანეთში წერენ, რომ რეალის ფეხბურთელებმა მორიგი მწვრთნელი აითვალწუნეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალონსოს შემდეგ, არბელოაც? ესპანეთში წერენ, რომ რეალის ფეხბურთელებმა მორიგი მწვრთნელი აითვალწუნეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„თუ შანსი გაჩნდა, აუცილებლად ვიყიდით“ — საუდის არაბეთში ვინისიუსის მიმართ ინტერესს ადასტურებენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„თუ შანსი გაჩნდა, აუცილებლად ვიყიდით“ — საუდის არაბეთში ვინისიუსის მიმართ ინტერესს ადასტურებენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პატრის ევრა: "დეშამი მიყვარს, მაგრამ ზიდანი პარიზში ეიფელის კოშკივითაა“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პატრის ევრა: "დეშამი მიყვარს, მაგრამ ზიდანი პარიზში ეიფელის კოშკივითაა“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ელ კლასიკო ოთხეულში - 21-ე საუკუნის საუკეთესო ნახევარმცველების ტოპ 15

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ელ კლასიკო ოთხეულში - 21-ე საუკუნის საუკეთესო ნახევარმცველების ტოპ 15
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

04 თებ, 2026

ალონსოს შემდეგ, არბელოაც? ესპანეთში წერენ, რომ რეალის ფეხბურთელებმა მორიგი მწვრთნელი აითვალწუნეს

News image

12 სთ წინ

„თუ შანსი გაჩნდა, აუცილებლად ვიყიდით“ — საუდის არაბეთში ვინისიუსის მიმართ ინტერესს ადასტურებენ

News image

04 თებ, 2026

პატრის ევრა: "დეშამი მიყვარს, მაგრამ ზიდანი პარიზში ეიფელის კოშკივითაა“

News image

7 სთ წინ

ელ კლასიკო ოთხეულში - 21-ე საუკუნის საუკეთესო ნახევარმცველების ტოპ 15

კომენტარები

ლინკის დაკოპირება