მადრიდის რეალის ვარსკვლავის, ვინისიუს ჟუნიორის შესაძლო ტრანსფერი საუდის არაბეთში კვლავ აქტუალური თემაა.
ალ ჰილალის გენერალურმა დირექტორმა, ესტევე კალსადამ, დაადასტურა, რომ ლიგის ხელმძღვანელობა ბრაზილიელი შემტევის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.
„ჩვენს კლუბთან ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა საუდის არაბეთის ლიგის გენერალური დირექტორი პირდაპირ ამბობს: თუ ვინისიუსი ხელმისაწვდომი გახდება, ის ყველაფერს გააკეთებს მის გასაფორმებლად“, — განაცხადა კალსადამ.
ბრაზილიელს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ რეალი წამყვანი მოთამაშის გაშვებას არ აპირებს, საუდის არაბეთის ფინანსური შესაძლებლობები ნებისმიერ ტრანსფერს რეალურს ხდის. ბრაზილიელის მიმართ ინტერესს ალ ჰილალს უკვე რამდენიმე წელია აწერენ.