ლეონ გორეცკა, რომელსაც მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, შესაძლოა, არსენალში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.
გერმანელი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ მისი სათამაშო სტილი პრემიერ ლიგას იდეალურად მოერგება.
Bayern Insider-ის ინფორმაციით, არსენალი ფეხბურთელით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდეც სერიოზულად ინტერესდებოდა. თუმცა, იმ პერიოდში გორეცკამ ბაიერნს შეატყობინა, რომ სეზონის ბოლომდე გუნდში დარჩენა სურდა და იანვარში კლუბის შეცვლას არ აპირებდა.
ახლა კი, როდესაც ზაფხულამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ლონდონელებისთვის გორეცკას უფასოდ დამატების შანსი სულ უფრო რეალური ხდება.
არსენალში მიიჩნევენ, რომ გერმანელის გამოცდილება გუნდის შუა ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.