სერხიო რამოსი, შესაძლოა, სევილიაში მესამედ დაბრუნდეს. ანდალუსიური კლუბი 39 წლის მცველის გუნდში მოყვანას სერიოზულად განიხილავს.
რამოსი ამჟამად თავისუფალი აგენტია მას შემდეგ, რაც დეკემბერში მექსიკური მონტერეი დატოვა. ლეგენდარული მცველისთვის ეს დაბრუნება სიმბოლური იქნება, რადგან მისი კარიერა სწორედ სევილიას აკადემიაში დაიწყო.
საინტერესოა, რომ ფეხბურთელის მესამე ვადიან დაბრუნებაზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რამოსის მხრიდან კლუბის აქციების შესაძლო შესყიდვის საკითხი დადგა დღის წესრიგში.
Diario de Sevilla-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები სწორედ ამ ორი მიმართულებით — მოთამაშის სტატუსით დაბრუნებასა და კლუბის მფლობელობაში წილის შესყიდვაზე მიმდინარეობს.
რამოსმა სევილია პირველად 2005 წელს დატოვა და რეალში გადავიდა, თუმცა 18 წლის შემდეგ, 2023 წელს, კლუბში დაბრუნდა. ანდალუსიაში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ მან მექსიკურ მონტერეის მიაშურა, ახლა კი მშობლიურ გუნდში მესამედ მოსასვლელად ემზადება.