• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
რატომ თქვა რეალმა ზამთრის ტრანსფერებზე უარი: მადრიდელთა არგუმენტები
ფეხბურთიფეხბურთი

რატომ თქვა რეალმა ზამთრის ტრანსფერებზე უარი: მადრიდელთა არგუმენტები

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა კიდევ ერთხელ ყოველგვარი სიახლის გარეშე დახურა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი სერიოზულ საკადრო კრიზისს განიცდის და ტრავმირებული ფეხბურთელების სია საკმაოდ ვრცელია, კლუბის ხელმძღვანელობამ შემადგენლობის გაძლიერებაზე კატეგორიული უარი თქვა. მადრიდში მიიჩნევენ, რომ არსებული რესურსი სრულიად საკმარისია ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობისთვის, ამიტომ იანვარში გეგმების შეცვლა საჭიროდ არ ჩათვალეს.

აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბს იანვრის თვეში ფეხბურთელი უკვე შვიდი წელია არ დაუმატებია — ბოლო ასეთი ტრანსფერი ბრაჰიმ დიასი იყო (მან სიტიდან) 17 მილიონ ევროდ. კლუბის პოლიტიკაზე გავლენა ვერც ბოლოდროინდელმა წარუმატებლობებმა მოახდინა; ესპანეთის სუპერთასზე მარცხის და თასიდან ნაადრევი გამოვარდნის მიუხედავად, ბორდს ახალი მოთამაშეების დამატების საკითხი არც კი განუხილავს.

პირიქით, რეალი უფრო მეტად შემადგენლობის შემცირებაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე მის გაფართოებაზე. ერთადერთი შესაძლო ნაბიჯი ფრან გარსიას ბორნმუთში გადასვლა იყო, თუმცა კლუბმა ეს ტრანსფერი ბოლო მომენტში დაბლოკა. გარდა ამისა, გუნდი სეზონის ბოლომდე იჯარით ენდრიკმა დატოვა.

ახალი სახეების ნაცვლად, მადრიდელებმა აქცენტი შიდა სტრუქტურის მოწესრიგებაზე გააკეთეს. გუნდის სამედიცინო შტაბში ნიკო მიჰიჩი დაბრუნდა, ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებაზე კი სრული კონტროლი ანტონიო პინტუსმა აიღო. კლუბში სჯერათ, რომ პრობლემა არა ფეხბურთელების ნაკლებობაში, არამედ სამედიცინო და ფიზიკურ მომზადებაში იყო, რის გამოსწორებასაც ახლა შიდა რესურსებით ცდილობენ.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

რეალი
ტრანსფერები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

2025-26 ზამთრის 20 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

2025-26 ზამთრის 20 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუ საუდის არაბეთიდან წასვლაზე ფიქრობს — პორტუგალიელი ორ ვარიანტს განიხილავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუ საუდის არაბეთიდან წასვლაზე ფიქრობს — პორტუგალიელი ორ ვარიანტს განიხილავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალმა მარცხენა მცველი ინგლისში არ გაუშვა — ფეხბურთელი განრისხებულია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალმა მარცხენა მცველი ინგლისში არ გაუშვა — ფეხბურთელი განრისხებულია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ლივერპულმა 60-მილიონიანი ტრანსფერი დაადასტურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ლივერპულმა 60-მილიონიანი ტრანსფერი დაადასტურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 სთ წინ

2025-26 ზამთრის 20 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი

News image

10 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება