არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში ჩელსისთან მოპოვებული გამარჯვება (1:0) და ფინალში გასვლა შეაფასა.
ესპანელი სპეციალისტი განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა გუნდის მიერ გამოვლენილი ხასიათითა და სტადიონზე არსებული ატმოსფეროთი.
ერთი ნაბიჯი 33-წლიანი წყევლის დასასრულებლად: არსენალის შანსი
„ძალიან ვისიამოვნე, განსაკუთრებით მატჩის დასასრულით. ვიცოდით, რომ ეს ნამდვილი ბრძოლა იქნებოდა. გუნდმა აჩვენა სიმტკიცე და მკაფიო გაგება იმისა, თუ როგორ უნდა გვეთამაშა. ჩვენს სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევდა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
რამდენიმე წელი ველოდით იმას, რომ ამ ადგილზე აღმოვჩენილიყავით და დარწმუნებული ვარ, ფინალში თამაშით დიდ სიამოვნებას მივიღებთ“, — განაცხადა არტეტამ.