მიკელ არტეტას არსენალმა ჩელსის წინააღმდეგ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა, თუმცა ეს მატჩი მხოლოდ ფინალის საგზურით არ ყოფილა მნიშვნელოვანი.
ამ გამარჯვებით „მეთოფეებმა“ ლონდონურ დერბიში ჩელსისთან წაუგებელი სერია 10 მატჩამდე გაზარდეს.
VIDEO: ემირეითსზე ჩელსის ქამბექი ვერ შედგა — არსენალი კარაბაო თასის პირველი ფინალისტია
ბოლო ათ დაპირისპირებაში არსენალმა მეტოქე 7-ჯერ დაამარცხა, ხოლო 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა. სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ლონდონის ამ ორ გრანდს შორის ძალთა ბალანსი მკვეთრად შეიცვალა.
საინტერესოა, რომ ჩელსიმ არსენალის დამარცხება ბოლოს თითქმის ხუთი წლის წინ, 2021 წლის 22 აგვისტოს შეძლო (2:0). მას შემდეგ „პენსიონერებმა“ პრინციპულ მეტოქეს გასაღები ვერა და ვერ მოარგეს.
ერთი ნაბიჯი 33-წლიანი წყევლის დასასრულებლად: არსენალის შანსი
ლიგის თასის ნახევარფინალური ეტაპიც არსენალის სრული უპირატესობით წარიმართა — პირველი შეხვედრა არტეტას გუნდმა 3:2 მოიგო, დღეს კი მინიმალური ანგარიშით, 1:0 კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უპირატესობა და ფინალისკენ გზა გაიკაფა.