VIDEO: ემირეითსზე ჩელსის ქამბექი ვერ შედგა — არსენალი კარაბაო თასის პირველი ფინალისტია
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის კარაბაო თასის საპასუხო ნახევარფინალში არსენალმა ჩელსი დაამარცხა და ფინალში გავიდა.
პირველი მატჩის სტემფორდ ბრიჯზე 3:2 მოგების შემდეგ, არსენალი ამ შეხვედრას უპირატესობით შეხვდა, ჩელსის კი ფინალში გასასვლელად გამარჯვება სჭირდებოდა.
მაშინ, როცა ყველაფერი ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა, მსაჯის მიერ მე-7 კომპენსირებულ წუთზე, არსენალმა შეტევაში გოლის გასატანად წასული ჩელსი კონტრშეტევაზე გამოიჭირა, კაი ჰავერცმა მოახერხა გოლის გატანა და არსენალს მეორე მატჩშიც მოუტანა გამარჯვება, რამაც ორი მატჩის ჯამში საბოლოო ანგარიში 4:2 დააფიქსირა.
არსენალი ინგლისის ლიგის თასის პირველი ფინალისტია და თავის მეტოქეს უკვე დღეს, 4 თებერვალს შეიტყობს, როცა მან სიტი და ნიუკასლი ეტიჰადზე ჩაატარებენ მეორე ნახევარფინალის საპასუხო თამაშს. პირველი მატჩი სიტიმ სტუმრად 2:0 მოიგო.