• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
5 წელი გაზიარებული ოლიმპიური ოქროს დაუჯერებელი ისტორიიდან
სხვა სპორტისხვა სპორტი

5 წელი გაზიარებული ოლიმპიური ოქროს დაუჯერებელი ისტორიიდან

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მძლეოსნობა იშვიათად ყოფილა ისეთი ემოციური, როგორც 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, როდესაც მუთაზ ბარშიმმა და ჯანმარკო ტამბერიმ, მეგობრებმა, მეტოქეებმა და ადამიანებმა, რომლებიც კარიერისთვის საშიშმა ერთნაირმა ტრავმამ დააკავშირა, სიმაღლეზე ხტომაში ოლიმპიური ოქროს მედლის გაზიარება გადაწყვიტეს. ორივემ ერთნაირი შედეგი აჩვენა და ყველა სხვა მეტოქე ჩამოიტოვა.


შესაძლოა, ვერცერთი მათგანი ამ მომენტამდე მეორის გარეშე ვერ მისულიყო.


2021 წლის ოლიმპიადამდე ორივეს კარიერა კრიზისში აღმოჩნდა და ყოველ ჯერზე, როცა ერთ-ერთი ეცემოდა, მეორე მის გვერდით იდგა და ფეხზე წამოდგომაში ეხმარებოდა.


რიოს ოლიმპიადამდე ბოლო შეჯიბრზე, მონაკოს დაიმონდ ლიგის ეტაპზე, ტამბერი კარიერის საუკეთესო ფორმაში იყო. მან 2.39 მეტრი გადალახა და ცდილობდა, ბარშიმის მსგავსად 2.40 მეტრზე მეტი დაეფიქსირებინა ოლიმპიადის წინ.


თუმცა სწორედ მაშინ მარცხენა კოჭზე მყესი გაიწყვიტა. ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და რიოს თამაშები მთლიანად გამოტოვა.


ტამბერის 5 წელი დასჭირდა, რათა ტრავმამდე არსებულ ფორმას დაბრუნებოდა.



მან გაიხსენა, რომ 2017 წელს დაბრუნება ძალიან რთული იყო. მეორე შეჯიბრზე, პარიზის დაიმონდ ლიგაზე, ვერცერთი სიმაღლე ვერ დაძლია. ამის შემდეგ სასტუმროს ოთახში ჩაიკეტა და არავისთან საუბარი არ სურდა.


„მეორე დღეს მუთაზი ჩემს კარზე აკაკუნებდა და არ მიდიოდა,“ - იხსენებდა ტამბერი ჟურნალ Spikes-თან.


თავიდან მხოლოდ ის მინდოდა, წასულიყო. მაგრამ არ ნებდებოდა და ყვიროდა: ‘გიმბო! გიმბო, გთხოვ, მინდა დაგელაპარაკო.’ ბოლოს კარი გავუღე.


ვისაუბრეთ. მის წინ ვიტირე. ის მამშვიდებდა და მითხრა:


‘ნუ ეცდები, ყველაფერს ძალიან სწრაფად მიაღწიო. მძიმე ტრავმა გადაიტანე და უკვე „დაიმონდ ლიგაზე“ დაბრუნდი, ამას არავინ ელოდა. ახლა დრო უნდა მისცე საკუთარ თავს. ძალიან ბევრს ნუ მოითხოვ საკუთარ თავთან ძალიან მალე. უბრალოდ, ნახე, როგორ განვითარდება ყველაფერი.’


ერთი წლის შემდეგ უკვე ტამბერის ჯერი დადგა, მხარი დაეჭირა მეგობრისთვის. ბარშიმმაც ზუსტად იგივე ტრავმა მიიღო და ოპერაცია გაიკეთა, სულ რაღაც 1 წლით ადრე, ვიდრე მისი მშობლიური დოჰა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებდა.


2018 წლის მძიმე დღეები მათ ერთად გადაიტანეს.


ტამბერის ფიზიკური რეაბილიტაცია მოსალოდნელზე ნელა მიდიოდა. სხეული გამოჯანმრთელდა, მაგრამ ტრავმამ მისი ფსიქიკა სერიოზულად დააზიანა.


მონაკოში დაბრუნებისას მან აღიარა, რომ ტრავმის შემდეგ 2 წლის განმავლობაში ხტომის ეშინოდა.


„ტრავმამდე ჩემს უდიდეს ოცნებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, შემდეგ კი თითქოს ახალი კარიერა უნდა დამეწყო,“ - თქვა მან.


ნეტავ ეს ტრავმა კიბეზე ჩამოსვლისას მიმეღო, რადგან ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ ხტომისას იგივე კიდევ ერთხელ განმეორდებოდა.


ამ შიშმა ტექნიკა დაურღვია და არასწორი ჩვევები ჩამოუყალიბა, რამაც უმაღლეს დონეზე დაბრუნება კიდევ უფრო გაართულა.


ის მამასთან და მწვრთნელთან, მარკო ტამბერისთან, განაგრძობდა მუშაობას, მაგრამ სწორედ ბარშიმის ტრიუმფალურმა დაბრუნებამ და 2019 წელს დოჰაში მსოფლიო ჩემპიონობის მოგებამ ახალი იმედი მისცა.



„ძალიან გამიხარდა, რომ დოჰაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან შეძლო, მე კი - ვერა,“ - თქვა ტამბერიმ.


ერთ წელიწადში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ამან უდიდესი მოტივაცია მომცა. საკუთარ თავს ვუთხარი: მისგან უნდა ისწავლო.


ტამბერის კიდევ ბევრი შრომა დასჭირდა, რათა „2017 და 2018 წლებში შიშის გამო დაშვებული შეცდომები გამოესწორებინა“, თუმცა საბოლოოდ კვლავ იპოვა თავისი რიტმი.


ტოკიოში მან თან წაიღო ის თაბაშირი, რომელიც ოპერაციის შემდეგ კოჭს უმაგრებდა. ფინალში სწორედ ის გამოიყენა გარბენის დასაწყისის ნიშნულად, იმის შესახსენებლად, თუ რამდენად გრძელი გზა გამოიარა.


„ეს თაბაშირი ბოლო 5 წლის თითოეულ დღეს განასახიერებს, ყოველ დღეს, რომელმაც აქამდე მომიყვანა,“ - თქვა მან.


„დღეს ეს არც ‘Half Beard’ იყო და არც თეთრად შეღებილი თმა. დღეს უბრალოდ მე ვიყავი, გიმბო.“


სპორტის შესახებ გავრცელებული წარმოდგენებისგან განსხვავებით, სწორედ მაშინ, როცა მათ ერთმანეთის წინაშე საკუთარი სისუსტეები გამოავლინეს, მეტოქეებმა ნამდვილი ძალა იპოვეს.


ამიტომაც ოლიმპიური ფინალის დასრულების შემდეგ, როცა ორივეს ერთნაირი შედეგი ჰქონდა და ოფიციალურმა პირმა ჰკითხა, სურდათ თუ არა გადახტომა ოქროს მედლის გასარკვევად, გადაწყვეტილება მყისიერად მიიღეს.


„შეიძლება ორი ოქროს მედალი იყოს?“ - ჰკითხა ბარშიმმა მსაჯს.


„მე მას შევხედე, მან - მე. ერთმანეთს უბრალოდ შევხედეთ და ორივემ მაშინვე გავიგეთ - დასრულდა. მეტი არაფრის საჭიროება აღარ იყო,“ - თქვა მოგვიანებით ბარშიმმა.


ტამბერიმ დაამატა:


არცერთ ჩვენგანს არ უნდოდა, ეს უზარმაზარი სიხარული მეორისთვის წაერთმია. ამაზე საუბარიც კი არ დაგვჭირვებია, ერთი თვალის შევლება საკმარისი იყო, რომ ორივეს გვცოდნოდა: ეს ოქრო უნდა გაგვეყო.


სხვათა შორის, ბევრჯერ გვიხუმრია კიდეც – წარმოიდგინე, ტოკიოში ოლიმპიური ოქრო რომ გაგვეყო.“



მათი მეგობრობა ყველაზე მძიმე პერიოდებში ჩამოყალიბდა და ახლა მათ უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ, კარიერის ყველაზე ბედნიერი მომენტიც ერთად აღენიშნათ.


„ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია – არა მხოლოდ სპორტში, არამედ მის გარეთაც,“ - ამბობს ბარშიმი.


ჩვენ ერთად ვშრომობთ. ეს ოცნების ახდენაა. ეს არის ნამდვილი სპორტული სული და სწორედ ამ გზავნილის გადმოცემას ვცდილობთ.


ორივემ ერთი და იგივე ტრავმა გადავიტანეთ და ზუსტად ვიცით, რამდენ ძალისხმევას, როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქოლოგიურს, მოითხოვს აქ დაბრუნება.


მე ვაფასებ იმას, რაც მან გააკეთა, ის კი აფასებს იმას, რაც მე გავაკეთე. ეს მართლაც საოცარია.“


ოლიმპიურ თამაშებზე კი ამაზე უფრო გულთბილი და დასამახსოვრებელი მომენტი, ალბათ, იშვიათად ყოფილა.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

იტალია
კატარი
ოლიმპიადა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მანჩინი იტალიის სათავეში ბრუნდება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩინი იტალიის სათავეში ბრუნდება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრიზისი იტალიაში - მალდინმა პოსტი დატოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრიზისი იტალიაში - მალდინმა პოსტი დატოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: მანჩინი კვლავ იტალიის მწვრთნელია!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: მანჩინი კვლავ იტალიის მწვრთნელია!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩინი: „რატომ დავტოვე იტალიის ნაკრები სამი წლის წინ?"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩინი: „რატომ დავტოვე იტალიის ნაკრები სამი წლის წინ?"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

28 ივლ, 2026

მანჩინი იტალიის სათავეში ბრუნდება?

News image

27 ივლ, 2026

კრიზისი იტალიაში - მალდინმა პოსტი დატოვა

News image

28 ივლ, 2026

ოფიციალურად: მანჩინი კვლავ იტალიის მწვრთნელია!

News image

29 ივლ, 2026

მანჩინი: „რატომ დავტოვე იტალიის ნაკრები სამი წლის წინ?"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება