მადრიდის რეალს ახალი სეზონის წინ დაცვის, ნახევარდაცვისა და თავდასხმის გაძლიერება სურს.
Cadena SER-ის ინფორმაციით, მადრიდელები ერთბაშად ექვსი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ.
კლუბს სჭირდება: განაპირა და ცენტრალური მცველები, საყრდენი ნახევარმცველი, ფლეიმეიკერი, მარჯვენა ვინგერი და ცენტრალური თავდამსხმელი.
მთავარი სამიზნე შემტევი სტილის ნახევარმცველია, რომელიც მოედანზე იმ როლს შეასრულებს, რომელშიც ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი მოქმედებდნენ. რეალს ყველაზე მეტად პსჟ-დან ვიტინიას გადაბირება სურს, თუმცა პარიზელები ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ, თავად მოთამაშეს კი სეზონის დასრულებამდე მოლაპარაკებების წარმოება არ უნდა.
გარდა ამისა, მადრიდელები კვლავ იმედოვნებენ, რომ შორეულ მომავალში მანჩესტერ სიტიდან ერლინგ ჰალანდის შეძენას შეძლებენ. ამის შანსი განსაკუთრებით გაიზრდება, თუ პეპ გვარდიოლა ქალაქელების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. ამ დროისთვის რეალი ნორვეგიელს „შორეულ ოცნებად“ მიიჩნევს.