მანჩესტერ სიტიმ ამ ზაფხულს რეკორდული თანხა დახარჯა.
ერთ სატრანსფერო ფანჯარაში არავის დაუხარჯავს იმაზე მეტი, ვიდრე მანჩესტერ სიტიმ გასულ ზაფხულს.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ქალაქელებმა ამ ზაფხულს 526.2 მილიონი ევროს ღირებულების ფეხბურთელები შეიძინეს, რაც ფეხბურთის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.
ერთ ფანჯარაში დახარჯული თანხების მიხედვით ტოპ-10 ასე გამოყურება:
1. მანჩესტერ სიტი (ზაფხული-26/27) - 525 მლნ ევრო
2. ლივერპული (ზაფხული-25/26) - 483 მლნ
3. ჩელსი (ზაფხული-23/24) - 448 მლნ
4. ჩელსი (ზაფხული-26/27) - 407 მლნ
5. ტოტენჰემი (ზაფხული-26/27) - 366 მლნ
6. ალ-ჰილალი (ზაფხული-23/24) - 353 მლნ
7. პსჟ (ზაფხული-23/24) - 350 მლნ
8. რეალი (ზაფხული-19/20) - 331 მლნ
9. ჩელსი (ზამთარი-22/23) - 330 მლნ
10. ნიუკასლი (ზაფხული-26/27) - 301 მლნ