მანჩესტერ იუნაიტედის და ინგლისის ნაკრების ყოფილი შემტევი, ჯეიდონ სანჩო, შესაძლოა ხეტაფეში გადავიდეს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ესპანურმა კლუბმა ინგლისელ შემტევს ოფიციალური წინადადებით მიმართა და მის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირებას ცდილობს.
სანჩოს შეთავაზებები ახლო აღმოსავლეთიდანაც აქვს, თუმცა ხეტაფე მეისონ გრინვუდის ტრანსფერის მსგავსი წარმატების გამეორებას იმედოვნებს და ინგლისელის დარწმუნებას შეეცდება.
კარვახალის დამატების შემდეგ ესპანური კლუბი კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის უფასოდ გაფორმებაზე მუშაობს. სანჩოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.
სანჩოს გასული სეზონის ბოლოს მან იუნაიტედთან კონტრაქტი ამოეწურა და ამ ეტაპზე უკლუბოდ არის დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ ხეტაფე 26 ნოემბერს თბილისში, იბერია 1999-ის წინააღმდეგ კონფერენს ლიგის მესამე ტურის მატჩის ჩასატარებლად ჩამოვა.